Apple-მა სოციალური ქსელები 10 მილიარდი დოლარით აზარალა — როგორ
The Financial Times-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევით ირკვევა, რომ Snapchat-მა, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა, Apple-ის მიერ აპლიკაციების ტრეკინგის წესების შეცვლის შემდეგ, ჯამში დაახლოებით $9.85 მილიარდი იზარალეს.
გასულ წელს Apple-მა App Tracking Transparency დააანონსა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუზღუდოს ამა თუ იმ აპლიკაციას მასზე თვალთვალის შესაძლებლობა. ახალი წესები აპრილში ამუშავდა.
ასევე: თქვენი პერსონალური ინფორმაცია ყოველდღიურად იყიდება — Apple, ახალი ფუნქციით, ამის შეჩერებას აპირებს
Facebook-მა ეს ნაბიჯი თავიდანვე გააკრიტიკა. მარკ ცუკერბერგი მაშინ ამბობდა, რომ ეს უმეტესად მცირე ბიზნესებს დააზიანებდათ, რადგან მათი რეკლამები სწორ ადრესატებამდე ვეღარ მიაღწევდა ახლა კი რეალურად დავინახეთ მწუხარების მიზეზი. პრეტენზიები გამოთქვა Snapchat-მაც, რადგან მათ პროგრამის ვებვერსია საერთოდ არ აქვთ და Apple-ის ასეთი ნაბიჯი მათ შემოსავლებზე მნიშვნელოვნად აისახებოდა.
"ზოგიერთი პლატფორმა განსაკუთრებულად დაზარალდა, მაგალითად Facebook-ს თავისი მანქანური მიდგომების შეცვლა ATT-ს გამო ძირეულად მოუწია", — განაცხადა სარეკლამო კონსულტანტმა, ერიკ სეუფერტმა Financial Times-თან საუბრისას.
Apple-ის ახალი წესები სოციალურ მედიებსა და მსგავს პლატფორმებს აიძულებს იყვნენ მეტად კრეატიულები, როდესაც საქმე რეკლამებს ეხება.
კომენტარები