თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, პანდემიის IV ტალღამ ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე აგვისტოში ნეგატიურად იმოქმედა, რაც ძირითადად ისრაელიდან ვიზიტორების შემცირებით იყო გამოწვეული. მოლოდინების შესაბამისად, სექტემბერში ისრაელიდან ზრდა ისევ დაიწო, მთლიანობაში კი ტურისტული შემოდინებები იმავე დონეზე დარჩა და 2019 წლის სექტემბრის 50,8% შეადგინა. სამომავლოდ ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით, მაღალი საბაზო ეფექტის გამო, გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ასევე თვალსაჩინოა არარეზიდენტების ბოლო კვირის უნაღდო ხარჯებიდანაც. სექტემბრის გზავნილების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო და წლიურმა ზრდამ 8,8% შეადგინა.
ტურიზმისა და გზავნილებისგან განსხვავებით, სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, ბუნებრივია, მაღალმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების თვიური ცვლილების ჯამმა უარყოფითი — დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, ამავე თვეში ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ 60 მილიონ აშშ დოლართან შესადარია. ამასთან, თიბისის მთავარი ეკონომისტის აზრით, ლარზე ზეწოლის მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები უფრო იყო, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების მიხედვით დაანგარიშებული დეფიციტი. აღნიშნული რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, აგვისტო-სექტემბერში ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების გაცილებით უფრო მეტ ზრდაში ჩანს, რაც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც გაგრძელდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო დაკრედიტებაც აღდგენილია. არადა ფაქტობრივად, პანდემიის დროსაც კი, ლარის კურსი ხშირად სესხების სავალუტო კომპოზიციის ცვლილებასთან უფრო მეტადაა კავშირში, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დინამიკასთან.
ლარის მხრივ, გასულ კვირაში საყურადღებო იყო თურქული ლირის გაუფასურება. უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული კავშირის მიუხედავად, თიბისის მთავარი ეკონომისტის მოსაზრებით, აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო:
- ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა
- თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. 3. ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული.
- მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება.
- ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი.
- თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს.
- ყველაზე მნიშვნელოვანი — უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, თიბისის მთავარი ეკონომისტი არ ფიქრობს, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს.
აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის კუთხით.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 18 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე ამ ბმულზე დაჭერით.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
კომენტარები