ბეჟან წაქაძე

13 Oct. 2021, 19:36

თქვენ ხართ ერთ-ერთი ის კაცი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ბიუჯეტი მთელ საქართველოში, მაგრამ აი, ახლა უცბად გადავხედე აგერ და ეს არ შეიძლება, ეს ძალიან კარგად არის გასაშიფრი და გასაჩოთქი ეს ბიუჯეტი. აი ასე წერია — დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების მართვა — 1 300 000 ლარი, საიდანაც 1 250 000 ლარი ხელფასია. აი, რა არი ეს? რა არი, მე ვერ გავიგე. მე ვერ გავიგე. ამიტომ ეს კარგად გასაჩოთქია და თანხები არის უამრავი აქ. ეს ახლა გადავხედე რაც პირველ გვერდზე წავიკითხე და შიგნით მე ვერ გავეცანი. უბრალოდ, მეორე კვირაა ვკითხულობ ბიუჯეტს და როცა ჩავალ ბოლომდე ...

თქვენ კარგად იცით, მე არ ვიცი თქვენ დონეზე, მაგრამ მეც მიკეთებია ბიუჯეტი. პრინციპი ბიუჯეტის, გინდა რაიონში იყოს და გინდ ცენტრალური, პრინციპი ერთია. ამიტომ, ყველაზე კარგად შენ იცი სად უნდა მიაგნო, თუ არა, ახლა მაშინ ერთი პასუხი [გამეციო, მეტყვით], თქვენ მითხარით, სად მოვაკლოო. კი ბატონო, მეც მოგიძებნით, დავადგეთ და მოვაკლოთ იქ, მაგის მოძებნას რა უნდა. ამიტომ, აი ეს არი რა, ე.ი. შეიძლება. თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო. ამიტო თუ გული გულობს, შეიძლება თანხების მოძიება.

ასე მიმართა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი წარუდგენდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…