ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ავარიული არ იყო. მისი თქმით, ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სურმანიძე აღნიშნავს იმასაც, რომ 5-6 წლის განმავლობაში ამ კორპუსში ახალი მიშენება არ განხორციელებულა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები. ნანგრევებიდან გამოყვანილია მცირეწლოვანი ბავშვი.

On.ge დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაიგეთ მეტი: