მკვლევრებმა არქტიკის "უკანასკნელ ყინულზე" მასიური ხვრელი აღმოაჩინეს
არქტიკაზე, "უკანასკნელი ყინულის" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მკვლევრებმა დიდი ზომის ხვრელი აღმოაჩინეს. ადგილს ეს სახელი კლიმატზე ანთროპოგენური გავლენის შედეგად ატმოსფერული ტემპერატურის მატების გამო დაერქვა.
American Geophysical Union-ის პრეს რელიზის მიხედვით, ხვრელი, რომელსაც პოლინია ეწოდება, ელსმირის კუნძულთან, კანადიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულთან ახლოს აღმოაჩინეს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვრელი არქტიკის ყველაზე სქელ და ძველ ყინულოვან ფენაზე მდებარეობს, მეცნიერები მისმა გამოჩენამ შეაშფოთა.
"ამ ადგილას პოლინია აქამდე არავის უნახავს", — განაცხადა პრეს რელიზში კენტ მურმა, არქტიკის მკვლევარმა ტორონტო-მისისოგას უნივერსიტეტიდან. "მისი სისქიდან და დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ელსიმირის კუნძულის ჩრდილოეთით ყინული რთულად გადაადგილდება, ამიტომ ამ რეგიონში პოლინიები ზოგადად არ შეგვხვედრია".
მური Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორია. მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი კვლევის ავისმომასწავებელი აღმოჩენები. პოლინია აქ სინამდვილეში ამ წლის მაისში აღმოაჩინეს, მეორე დღეს კი, USA Today-ის მიხედვით, დაადგინეს, რომ იგი 100 კილომეტრი სიგრძისა და 29 კილომეტრი სიგანისაა.
მკვლევრების თქმით ხვრელი ექსტრემალური ქარების შედეგად ჩამოყალიბდა, რომლებმაც ყინულის დაშლა და მისი გარკვეული მიმართულებით გადატანა გამოიწვია. თუმცა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ ეს მაინც უჩვეულო მოვლენაა, რადგან უკანასკნელი ყინულის აქეთ-იქით ტარება მისი სისქიდან გამომდინარე ასეთი ადვილი არაა.აქედან გამომდინარე კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ გლობალური დათბობას შესაძლოა ყინულის სისქე შეემცირებინა და ხვრელის გაჩენის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა სწორედ ეს იყოს.
"რაც უფრო თხელია ყინული, მით უფრო ადვილია მისი გადაადგილება", — აღნიშნა მურმა რელიზში. "ყინულის დნობასთან ერთად პოლინიების წარმოქმნა შედარებით ნაკლებად ექსტრემალური ძალებითაც გახდება შესაძლებელი, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალში უფრო ხშირად შეგხვდება ასეთი და კიდევ უფრო დიდი ზომის ხვრელები, ვიდრე ისინი წარსულში გვინახავს".
კომენტარები