ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალები მომავლისთვისა და Avon-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: AVON
2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია ქალები მომავლისთვისა და ეივონ კოსმეტიკს საქართველოს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაცია ქალები მომავლისთვის დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ და Avon-ის დირექტორმა ანა ცხადაძემ.
თანამშრომლობის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია ქალები მომავლისთვის კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, რაც 50 000$-ის ოდენობით განისაზღვრება, იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.
კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი.
მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რის გამოც ხშირად ოქტომბერს ვარდისფერ თვედ მოიხსენიებენ. თითქმის მთელ მსოფლიოში სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის აქციითა და კამპანიით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას და მხარდაჭერის გამოხატვას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში.
კომპანია Avon-ი 70-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად ერთვება ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიაში, რათა თავისი პოზიტიური გავლენა იქონიოს ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე ათეული წლებია კომპანიას აქვს საქველმოქმედო, ვარდისფერი ლენტის ფონდი, რომელში აკუმულირებული თანხებიც სრულად ხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის დაფინანსებასა და ქალების მხარდაჭერას.
საქართველოშიც, სამწუხაროდ, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. თანაც ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკ ჯგუფს მხოლოდ 40+ ასაკის ქალები უკვე აღარ წარმოადგენენ. ორგანიზაცია ქალები მომავლისთვისა და ეივონ კოსმეტიკს საქართველოს მიზანი კი ამ კამპანიით სწორედ ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები