რას გვეუბნება გეოლოკაცია სააკაშვილის ვიდეოებზე — მითების დეტექტორი
ფოტო: მითების დეტექტორი
დღეს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბათუმში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მითების დეტექტორმა გეოლოკაციის ინსტრუმენტით, კერძოდ, Google Maps-ის დახმარებით ვიდეოს გადაღების ადგილების განსაზღვრა სცადა.
პირველ ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ იმყოფება იმ ადგილზე, სადაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო. მითების დეტექტორი აღნიშნულის განხილვისას მიუთითებს, რომ ექსპრეზიდენტი აქ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას გულისხმობს და თან ურთავს რამდენიმე ობიექტის კადრს, რომელიც სააკაშვილის ფონზე ჩანს.
ფოტო: მითების დეტექტორი
"ეს ობიექტები ჰგავს გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საბაგიროს შენობას და ამავე ქუჩაზე მდებარე რესტორან სანაპიროს, ხოლო დისტანციაზე მოჩანს შენობა, რომელიც სასტუმრო ველმონდს ჰგავს", — აღნიშნულია განცახდებაში.
ფოტო: მითების დეტექტორი
ფოტო: მითების დეტექტორი
ფოტო: მითების დეტექტორი
ფოტო: მითების დეტექტორი
რაც შეეხება მეორე ვიდეოს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმყოფება, მითების დეტექტორის განცხადებით, რამდენიმე შენობა ჩანს, რომლებიც ჰგავს შერიფ ხიმშიაშვილის და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩებზე მდებარე შენობებს, მეტროსითი ბათუმს და სასტუმრო ეიფორიას.
კადრი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოდან
სასტუმრო ეიფორია
მეტროსითი, სასტუმრო ეიფორია
ამასთან, მითების დეტექტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ერთ-ერთ კადრში შენობაზე მწვანე წარწერაც ჩანს, რომელიც სავარაუდოდ, სასტუმრო Legend Business Hotel არის. მათ კვლევაში თანდართულია ამის ამსახველი ფოტოები:
კადრი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოდან
ფოტო: მითების დეტექტორი
სასტუმრო Legend Business Hotel
ფოტო: მითების დეტექტორი
"Legend Business Hotel-ის მარცხნივ მდებარე შენობა სასტუმრო ქართულია", — აღნიშნულია განცხადებაში.
მარცხნიდან: სასტუმრო ქართული, Legend Business Hotel, Metrocity
ფოტო: მითების დეტექტორი
დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,
აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.
ამავე თემაზე:
- თუ შემოსულია, ჩამოშლილია ქართული ოცნება — ხოშტარია სააკაშვილის ჩამოსვლაზე
- პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას — ბოკუჩავა
- კლოუნადაა მორიგი, ეს არის თქვენი ვერსია, ვერ მიმტკიცებთ — მიქანაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე
- რა თქმა უნდა, სააკაშვილი საქართველოშია, საბრალო კობახიძე — დეკანოიძე
- თუ ასეა, ეს არის დადასტურება, რომ სახელმწიფო არ გვაქვს — ხაზარაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
კომენტარები