10 რამ, რაც სიმდიდრეში გაზრდილ ადამიანებს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა ეგონათ
ფოტო: Getty Images
აგვისტოში მსოფლიოს ყველაზე დიდი ფორუმის, Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მდიდარი ოჯახის შვილებს მიმართა: "რა იყო ის, რაც ბავშვობაში ნორმალური გეგონათ და მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ მხოლოდ თქვენი ყოველდღიურობა იყო?". მდიდარმა ადამიანებმაც არ დააყოვნეს და რამდენიმე არაჩვეულებრივი მაგალითი მოიყვანეს იმის საჩვენებლად, რომ სხვადასხვა კლასის ოჯახების ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
1. ნივთის შეცვლა ყველა ბზარზე
"ბავშვობაში თუ რაიმე გამიტყდებოდა, უბრალოდ ვხუმრობდით იმაზე, რა მოუქნელი ვიყავი და მაშინვე ახალს ვყიდულობდით. უთვალავი ტელეფონი, კომპიუტერი და კამერა მაქვს გამოცვლილი. მხოლოდ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ სხვები გაფუჭებულ ნივთებს მაშინვე არ ყრიან. როგორც წესი, ჯერ შეკეთებას ცდილობენ".
—u/sayhummus
2. სტეიკი ყოველდღე
ფოტო: Photo by Tim Toomey on Unsplash
"სტეიკს იმდენად ხშირად ვჭამდით, რომ მე და ჩემ ძმას ყელში გვქონდა ამოსული. ვერ ვხვდებოდი, რატომ აღიქვამდა ხალხი სტეიკ რესტორნებში ვიზიტს ასეთ დიდ ამბად. მხოლოდ გაზრდის მერე მივხვდი, რომ სხვა ოჯახებში სტეიკი იშვიათობა იყო."
—u/AllDogsGoToReddit
3. ყოველწლიური შვებულება
ფოტო: Photo by Chen Mizrach on Unsplash
"მეგონა რომ ყველას შეეძლო ყოველ წელს დასასვენებლად ოჯახთან ერთად წასვლა."
—u/joebidenthedictator
4. ძვირადღირებული სახლები
ფოტო: Photo by Simon Hurry on Unsplash
"ვფიქრობდი რომ ყველას სახლი მინიმუმ მილიონი დოლარი ღირდა. სადაც მე ვცხოვრობდი, იქ მილიონდოლარიანი სახლი ძვირფასადაც კი არ ითვლებოდა, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა ყველა სახლი მინიმუმ ორი მილიონი ღირს".
—u/ultimate_ampersand
5. სახლისთვის ახალი ნაწილების დამატება
ფოტო: Photo by Brett Jordan on Unsplash
"მუდმივად ვაფართოებდით სახლს. მამაჩემი ამბობდა, რომ თუ ამ სახლში სამუდამოდ უნდა გვეცხოვრა, კარგი იქნებოდა, დიდი სივრცე გვქონოდა".
—u/Skrrattaa
6. საჭმლის შეკვეთა ყოველდღე
ფოტო: Photo by Elena Rabkina on Unsplash
"საჭმელად კაფეში / რესტორანში წასვლა ან ყოველდღე გამოძახება. ჩემი მშობლები სულ მუშაობდნენ, არც ერთს არ ჰქონდა საჭმლის მომზადების დრო, ამიტომ საჭმელს დღეში ერთხელ მაინც ვიძახებდით. ხანდახან — ორჯერაც, მათ შორის, ძვირფასი რესტორნებიდანაც. მეგონა, რომ საჭმელს მხოლოდ სერიალებში ამზადებდნენ სახლში".
—u/Glittering-Return171
7. საკმაოდ სოლიდური თანხა ჯიბის ფულისთვის
ფოტო: Photo by Michael Longmire on Unsplash
"თინეიჯერობისას ყოველ თვე £400-ს მაძლევდნენ (დაახლოებით 1700 ლარი). არავინ აკონტროლებდა, რაში დავხარჯავდი ფულს. ტანსაცმელს მაინც მშობლები მყიდულობდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემს მეგობრებს მშობლები კიდევ უფრო მეტ ფულს აძლევდნენ."
—u/Square-Grab-5644
8. პირველი კლასით მგზავრობა
ფოტო: Testboi1131,Clique Images
"მეგონა, რომ მთელ თვითმფრინავში ისეთივე დიდი სკამები იყო, როგორებზეც ჩვენ ვისხედით ხოლმე ფრენისას"
—u/Testboi1131
9. სტუდენტური სესხები
ფოტო: madbarbarian4u,Jeswin Thomas
"მეგონა, რომ არავინ ირჩევდა კოლეჯს იმის მიხედვით, თუ რამდენი ღირდა სწავლა და ასევე მიკვირდა, რატომ იღებდნენ სესხს სწავლისათვის"
—u/madbarbarian4u
10. აეროპორტამდე ლიმუზინით მისვლა
ფოტო: dvnrscsy,Kutay Burunsuz
"ამას ნორმალურ ტრადიციად ვთვლიდი."
—u/dvnrscsy
ბონუსი: მდიდრული ყველი
ფოტო: thesecrwns
"ყოველთვის გვქონდა მაცივარში მინიმუმ ორი სახეობის ყველი. მხოლოდ მარტო გადასვლის მერე გავიგე, თუ რამდენად ძვირია ყველი."
—u/thesecrwns
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა

კომენტარები