გორის თეატრის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს — ის ამას გახარიას პარტიაში გაწევრიანებას უკავშირებს
ფოტო: გია წვერავა/FB
გორის თეატრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც ის გახარიას პარტიაში გაწევრიანებას უკავშირებს. გია წვერავას აზრით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, თუმცა ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ თეატრში არ შეინიშნებოდა ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური კუთხით განვითარება.
"პოლიტიკური ნიშნით, ანუ მას შემდეგ, რაც ღიად დავაფიქსირე ჩემი შეხედულებები და მოვხვდი პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიის პირველ ათეულში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით გამანთავისუფლეს გორის სახელწიფო დრამატული თეატრის დირექტორის თანამდებობიდან, იმ მოტივით, რომ თითქოს: (ციტატა) "გია წვერავას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არ შეინიშნება ხელშესახები განვითარება ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური კუთხით. მოცემულ პერიოდში არ არის განხორციელებული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა თეატრის მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდის ტენდენციას." და ასე შემდეგ", — წერს გია წვერავა Facebook-ზე.
ამ საკითხზე On.ge კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც წვერავას გათავისუფლების მიზეზების განმარტება არ ისურვეს. პრესსამსახურმა მოკლე პასუხი SMS-ის საშუალებით გაგვცა:
"ვადასტურებთ, რომ გია წვერავა აღარ დაიკავებს გორის თეატრის დირექტორის თანამდებობას. თუ მას მიაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება უკანონოა, აქვს შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს", — განუცხადეს On.ge-ს კულტურის სამინისტროში.
ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და პარტია საქართველოსთვის წევრები ზეწოლაზე აქამდეც საუბრობდნენ:
- გახარიას თქმით, მათი სიის წევრებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ზეწოლა
- გახარიას გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს
- გახარიას პარტია ძმებ თალაკვაძეებს ზეწოლაში ადანაშაულებს, ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს
- გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს მათი კანდიდატების მოსყიდვას, რათა პარტია დაატოვებინოს
- გახარია: რა მნიშვნელობა აქვს, დღევანდელი ოცნება ნაცებს დააბრუნებს, თუ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ნაცები
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად
-
თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი
გადახედვა
-
როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში
-
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო? "ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები