შვეიცარიაში მყინვარი გიგანტური საბნით დაფარეს — რატომ
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, შვეიცარიის გიგანტური მყინვარი მთა ტიტლისზე რადიკალურად დაპატარავდა, რაც გლობალურ დათბობასთანაა კავშირში.
Reuters-ზე დაყრდნობით, სახელმწიფო მოხელეები ადგილობრივი სათხილამურო კურორტიდან დნობის შენელებას ცდილობენ, რისთვისაც მყინვარზე უზარმაზარი მატყლის საბნების დაფარება გადაწყვიტეს. იგი ერთობლივ სივრცეს დაახლოებით 100 ათას კვადრატულ მეტრზე დაფარავს — დაახლოებით 14 საფეხბურთო მოედნის ფართობზე.
მათი მიზანია, მოწყვლადი მყინვარის ყინული და თოვლის საფარი იზოლირდეს, რაც იმით მიიღწევა, რომ თეთრი მასალის გამოყენებით მზის ენერგიის დიდი ნაწილი უკან, ატმოსფეროში აირეკლება.
სიტუაცია ნამდვილად გამოუვალია — კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც გლობალური დათბობა თავის ნამდვილ სახეს გვიჩვენებს — რაც ადგილობრივი მრეწველობისათვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს. Reuters-ის ცნობით, შვეიცარიის მთავრობა აცხადებს, რომ მთა ტიტლისის დარჩენილი 1 500 მყინვარიდან 90 პროცენტი 2 100 წლისთვის უკვე გაქრება, თუ სათბურის აირთა გამოყოფა არ შეწყდა.
ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებზე დაყრდნობით, იმისათვის, რომ მცდელობას საკმარისი შედეგი გამოეღო, მატყლის საბანთა ზომა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა გაზრდილიყო. მომუშავეებს საგულდაგულოდ მოუწიათ საბნების ერთმანეთზე მიკერება, მყინვარს კი ამ ზაფხულს 5-6 კვირის განმავლობაში ფარავდნენ პოლიესთერის დამცავი ფენით, რათა მისი დნობა შეეჩერებინათ.
გლობალური დათბობის ზემოქმედება ახლა მსოფლიოს არაერთ წერტილში იგრძნობა, სასტიკი შტორმები იქნება ეს თუ გამანადგურებელი ტყის ხანძრები.
გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მოთხილამურეებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ შესაბამისი ფერდობების პოვნა — თუ, რა თქმა უნდა, დარჩება მაინც რომელიმე ასეთი. თუმცა, მოთხილამურეებისთვის შექმნილი დისკომფორტი რა მოსატანია იმ ზიანთან შედარებით, რაც პლანეტას მყინვარების შემცირებით მიადგება.
კომენტარები