სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად მიიღო
დღევანდელი მონაცემებით, სალვადორში ბიტკოინი, ამერიკულ დოლართან ერთად ოფიციალურ ვალუტად იქცა. ცენტრალური ამერიკის ქვეყანამ კრიპტოვალუტა ოფიციალურ მიმოქცევაში მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიდ ბუკელემ თავის ტვიტერის მეშვეობით გვამცნო, რომ ქვეყანამ გადადგა უმნიშვნელოვანესი, ისტორიულ ნაბიჯი. სულ ცოტა ხნის წინ სალვადორის პრეზიდენტმა ისიც დაადასტურა, რომ ქვეყანამ 400 ბიტკოინი შეიძინა, რომელიც დღევანდელი კურსით დაახლოები 20.9 მილიონი ამერიკული დოლარის ტოლფასია.
სალვადორის შემოსავლის დიდი ნაწილი ქვეყნიდან მიგრირებულ ადამიანებზე მოდის. ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 24%-ს სამშობლოში გზავნიან და ამ ნაბიჯის მხარდამჭერები თვლიან, რომ მათთვის ფული სამშობლოში გამოგზავნა გაცილებით მარტივი გახდება. ასევე, ქვეყანას აქვს იმედი, რომ ამ ქმედებით ქვეყნის მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს ექნება ფინანსურ სერვისებთან წვდომა. Strike-ის აღმასრულებელემა დირექტორმა, კომპანიის, რომელიც ქვეყანას ახალი ტექნოლოგიის ლოჯისტიკური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა, CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყნის 70%-ს დღეს საბანკო ანგარიში არ აქვს.
თუმცა, ამ ყველაფერს სალვადორელთათვის რისკებიც ახლავს. ბიტკოინი ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი ვალუტა, რაც ეკონომიკური სტაბილურობის რისკებს წარმოქნის. აპრილში ბიტკოინის ფასი 60 000 დოლარს შეადგენდა, ზაფხულში კი მისი ფასი განახევრდა და ახლა ზრდა ხელახლა დაიწყო.
ახალი კანონით სალვადორის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადასახადები ბიტკოინში იხადონ. ამასთანავე, შესაძალებელი იქნება ბიტკოინით ანგარიშსწორება სასურსათო მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტრებშიც. CNBC აღნიშნავს, რომ სალვადორი არის პირველი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ რეზერვებს ბიტკოინში შეინახავს.
სალვადორი ბიტკოინის ასათვისებლად თვეების განმავლობაში ემზადებოდა. ქვეყანაში დაიდგა 200 ბანკომატი, სადაც მოსახლეობა ბიტკოინის განაღდებას და ან სხვა ვალუტაში გადაცვლას შეძლებს. ასევე, ქვეყანამ თავისი ციფრული საფულე "Chivo" შექმნა, სადაც თითოეულ დარეგისტრირებულ მომხმარებელს $30-ის ექვივალენტი ბიტკოინი უფასოდ დაერიცხება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები