AstraZeneca-ს ვაქცინაში გამოყენებული ტექნოლოგია, შესაძლოა, კიბოს მკურნალობაში ჩართონ
ასტრაზენეკას კოვიდვაქცინას არაერთი უპირატესობა გააჩნია. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, როგორც ჩანს, ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გამოჩენილი ახალი, უფრო გადამდები შტამის შემთხვევაშიც მუშაობს.
Reuters-ზე დაყრდნობით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინამ, შესაძლოა, კიბოს მკურნალობის დროსაც იმუშაოს.
ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტისა და ლუდვიგის კიბოს საკვლევი ინსტიტუტის მეცნიერებმა COVID-19-ის აცრაში ჩართული ტექნოლოგია გამოიყენეს და კიბოს სამკურნალოდ ახალი საშუალება შექმნეს, რომელიც ცხოველებზე ჩატარებული ცდების შემთხვევაში დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. მკურნალობის ახალი მეთოდი კიბოს ორდოზიან თერაპიულ ვაქცინას წარმოადგენს.
მას შემდეგ, რაც თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში სიმსივნის ზომაში შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესება შენიშნეს, მეცნიერები აცხადებენ, რომ ვაქცინა უკვე მზადაა, რომ წელს ადამიანებზე გამოცდა დაიწყონ. ნაადრევ სტადიაზე კვლევა 80 მონაწილეზე კონცენტრირდება, რომელთაც არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო (NSCLC) აღენიშნებათ.
"ვაქცინის ახალმა პლატფორმამ, შესაძლოა, კიბოს მკურნალობაში ძირეული ცვლილებები მოახდინოს", — განუცხადა Reuters-ს ადრიან ჰილმა, ჯენერის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალებს კორონავირუსის ვაქცინათა შექმნისას სიჩქარე მოუხდათ, სხვა დაავადებათა სამკურნალოდაც არაერთი ეფექტური ტექნიკის შექმნა ვიხილეთ. ისეთმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა ინფორმაციული რნმ, პოტენციალი გამოამჟღავნა, რათა სხვა დაავადებების, მათ შორის კიბოს მკურნალობისას გამოიყენონ.
თითოეული სიახლე სიმსივნეებთან საბრძოლველად იმუნურ სისტემას (ან იმუნოთერაპიას) იყენებს, რაც არაერთი კიბოსათვის დამაიმედებელ საშუალებას წარმოადგენს.
Oxford-ის აცრა ვექტორს გამოიყენებს COVID-19-ის ვაქცინიდან, რათა გენეტიკური კოდი გადაიტანოს. იგი სხეულს შეატყობინებს, რომ მიზანში ამოიღოს ორი პროტეინი, რომელიც არაერთი ტიპის სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე შეინიშნება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ასევე შეინიშნება, რომ ვაქცინის ტექნოლოგია T უჯრედთა ძლიერ პასუხებსაც წარმოქმნის. T უჯრედები მკვლელი და დამხმარე T უჯრედებისგან შედგება. მკვლელ T უჯრედებს ჯერ კიბოს უჯრედთა პოვნა შეუძლიათ, შემდეგ კი მათ მოსაკლავად სტიმულირდებიან, ხოლო დამხმარე T უჯრედები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას აწყობენ.
კვლევა ჟურნალ Journal for ImmunoTherapy of Cancer-ში გამოქვეყნდა პარასკევს.
კომენტარები