აშშ-ის და კოალიციის ბოლო თვითმფრინავებმა ავღანეთი დატოვეს — აეროპორტს თალიბანი აკონტროლებს
ფოტო: apnews.com
აშშ-ის ევაკუაციის ბოლო თვითმფრინავებმა ავღანეთი უკვე დატოვეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ქაბულის აეროპორტზე სრულ კონტროლს უკვე თალიბანი ახორციელებს.
31 აგვისტო იყო ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გასვლის ვადა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განისაზღვრა. მას შედეგ კი, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი აიღო, აცხადებდა, რომ 31 აგვისტო იყო წითელი ხაზი და, თუ ამ დროისთვის დასავლეთის ჯარებს ქვეყანა დატოვებული არ ექნებოდათ, ისინი სამაგიეროს გადახდას დაიწყებდნენ.
საზღვაო ძალების გენერალმა ფრენკ მაკენზიმ თქვა, რომ აშშ-ის და კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა 123 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს. მისივე თქმით, ბოლო თვითმფრინავები ქაბულიდან შუაღამემდე ერთი წუთით ადრე აფრინდნენ.
თალიბებმა განაცხადეს, რომ აეროპორტზე კოტროლი მათ აიღეს. ქაბულში ისმოდა სროლის ხმაც.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა, რომ გაყვანა 1-ელ მაისს დაიწყებოდა და 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. ბოლო დღეებში ავღანეთში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და მედიაში სხვადასხვა მონაცემი ვრცელდება. ავღანეთის ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი უდგას, დანებებას არ აპირებს. ის სამხედრო მეთაურ აჰმად მასუდთან ერთად მომხრეებს პანჯშირის ხეობაში კრებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ ასობით მებრძოლი პანჯშირის ხეობის ასაღებად გაგზავნა. თუმცა, შედეგების შესახებ ჯერეჯრობით არაფერია ცნობილი. საერთაშორისო საზოგადოებამ კი თალიბანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება დაიწყო. 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ავღანურმა დანაყოფმა აიღო. ტერაქტს 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო და თალიბანის 28 მებრძოლი იყო. აშშ და კოალიციის წევრი ქვეყნები აცხადებდნენ, რომ ისინი ევაკუაციას 31 აგვისტომდე არ შეწყვეტდნენ.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები