მედია ასეთი თავისუფალი არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს — თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა.
ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა თავკვეთულას მონასტრის ბერის მიერ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, თურნავამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევას არ იცნობს, თუმცა მედია თავისუფალი და დაცულია.
"მე კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ არ ვიცნობ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევას, თუმცა ზოგადად, ჩვენი პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და მედია თავისუფალია, დაცულია და მიუღებელია მედიის მიმართ რაიმე აგრესიის გამოხატულება. მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
28 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დამამცირებელი და ჰომფობიური ტერმინებით მოიხსენია და აგინა. თავკვეთულას მონასტერში ჟურნალისტები იმის გასარკვევად ჩავიდნენ, მიმდინარეობს თუ არა მონასტერში უკანონო მშენებლობა, რამაც ბერის აგრესია გამოიწვია.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ჩაწერის უფლება აქვთ, სასულიერო პირი შეურაცხმყოფელი ფრაზებით პასუხობს:
"რაის უფლება გაქვთ, არაფრის უფლება არა გაქვთ. რა უფლება გაქვს? საიდან მოიგონე, რომ უფლება გაქვს. ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ რა, გიყურებ. პირში არ აგიღია, ტო? წადი შენი, დედას დავეცი ახლა რა".
აღსანიშნავია, რომ 22 აგვისტოს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერი იოანე კაცს შეურაცხყოფას აყენებს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება. 26 აგვისტოს კი სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბერი ამბობს, რომ "ძველი განგსტერია" და დაჭერის არ ეშინია. მისი თქმით, მონასტერში მიმდინარე მშენებლობაზე სააგენტოდან არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ მათ რამე შეუთანხმოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირები ჟურნალისტებისადმი აგრესიას ავლენენ და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. იმავეს აკეთებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც და ხშირად ახალისებენ ჟურნალისტებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს.
სწორედ ეკლესიის და საპატრიარქო იყო თანაორგანიზატორი 5 ივლისის აქციისა, სადაც პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე დღეში აქციაზე ნაცემი TV პირველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე rum Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე rum Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
კომენტარები