"ავღანელი მეოცნებეები" უსაფრთხოდ არიან — გოგონათა რობოტიკის გუნდის 9 წევრი კატარშია გადაყვანილი
გუნდის მშობელი ორგანიზაცია ადასტურებს, რომ დღეების განმავლობაში უსაფრთხოების მოთხოვნის შემდეგ, ავღანელი გოგოებით დაკომპლექტებული რობოტიკის გუნდი კატარში გადაიყვანეს. ავღანეთიდან გაქცევა კატარის მთავრობის მიერ მომზადდა, რომელმაც ვიზების მიღება დააჩქარა და მათთვის თვითმფრინავი გაგზავნა.
გუნდმა თავი პირველად 2017 წელს გაგვაცნო, როდესაც რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე საგანგებო პრიზი მოიგო შეერთებულ შტატებში. მათ, როგორც ავღანეთში ქალთა საგანმანათლებლო პოტენციალის ბრწყინვალე მაგალითებმა, დიდი მოწონება დაიმსახურებს.
15-19 წლამდე გოგოებისა და 25 წლის მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი ქვეყნიდან მას შემდეგ გაემგზავრა, რაც ქაბულში, ავღანეთის დედაქალაქში საფრთხემ იჩინა თავი.
ასევე იხილეთ: ავღანელი მეოცნებეები — გოგოებით დაკომპლექტებული რობოტიკის გუნდი ავღანეთის დასატოვებლად იბრძვის.
მოხსენებაში გუნდის მშობელმა ორგანიზაციამ (ამერიკაში დაფუძნებული Digital Citizen Fund — DCF), განაცხადა, რომ კატარისგან დახმარება 12 აგვისტოს მოითხოვეს — მხოლოდ სამი დღის შემდეგ იქიდან, რაც თალიბანმა ქაბული აიღო.
კატარის მთავრობა კონტაქტში რჩებოდნენ გუნდთან მას შემდეგ, რაც გოგოებს 2019 წელს დოჰაში, ქვეყნის დედაქალაქში უმასპინძლეს. გუნდის წევრები წარმოშობით ჰერატიდან, დასავლეთ ავღანეთიდან არიან.
"როდესაც შევიტყვეთ, რომ ქაბული ეცემოდა, კატარის საგარეო სამინისტროს დავუკავშირდით და მათაც დაუყოვნებლივ დააჩქარეს ვიზების გაცემა, რათა გოგოებს თავი დაეღწიათ", — განუცხადა BBC-ს DCF-ის საბჭოს წევრმა ელიზაბეთ შეფერ ბრაუნმა — "მათ ძალიან კარგად უვლიან".
მან ხაზი გაუსვა, რომ გოგოები არა სხვებმა, არამედ მათივე თავდაუზოგავმა შრომამ და სიმამაცემ დაიხსნა, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში იჩენდნენ.
"ქაბულიდან გაქცევა მხოლოდ იმ მოგზაურობის დასასრული იყო, რომელშიც უსაფრთხოების პრობლემა წამოიჭრა".
დოჰაში მყოფი გოგოები ამჟამად, ალბათ, კატარში დარჩებიან ან სადმე სხვაგან წავლენ კვლევების გასაგრძელებლად.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრმა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, დაამატა, რომ მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტი — მათ შორის ზოგიერთი შეერთებული შტატებიდან — მათ სტიპენდიებსაც სთავაზობს.
"მათთვის მნიშვნელოვანი იქნება განათლების მიღება", — განაცხადა მან.
მის შეფერ ბრაუნმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდის სხვა მიმდინარე და ყოფილი წევრები ავღანეთში რჩებიან მასწავლებლებთან, მენტორებთან და ორგანიზაციისათვის მომუშავე სხვა პირებთან ერთად.
რობოტიკის გუნდი, რომელიც თინეიჯერი წევრებისგანაც შედგება, ავღანელმა ტექნოლოგიურმა მეწარმემ, DCF-ის დამფუძნებელმა, როია მაჰბუბმა შექმნა 2017 წელს.
შარშან გუნდმა კოვიდ-19-ით დაავადებული პირებისათვის ხელოვნური სუნთქვის აპარატები დაამზადა მანქანის ნაწილებისგან.
კომენტარები