7 ანიმე, რომელიც საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარს იმსახურებდა
ფოტო: Kyoto Animation / Studio Ghibli / CoMix Wave Films
როდესაც იაპონიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, ანიმეა. მართლაც, იაპონური ანიმაციის კულტურა მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი ნამდვილადაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანიმე ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანის სიყვარულსაც იმსახურებს.
ჰაიაო მიაძაკი, მაკოტო შინკაი, ისაო ტაკაჰატა, სატოში კონი, მამორუ ჰოსოდა, ნაოკო იამადა — ეს იმ რეჟისორების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული ნამუშევრები შექმნეს. საოცარი ანიმაციის, ისტორიებისა და პერსონაჟების მიუხედავად, საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი დღემდე მხოლოდ ერთ ანიმეს — ჰაიაო მიაძაკის Spirited Away-ის აქვს მიღებული.
გთავაზობთ ოსკარების მიერ დაუფასებელ 7 ანიმეს, რომელიც აღიარებას ნამდვილად იმსახურებდა:
შენიშვნა: რადგანაც საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარი 2001 წლიდან გაიცემა, მანამდე შექმნილი ისეთი ანიმეები, როგორებიცაა, Grave of the Fireflies, Perfect Blue და Princess Mononoke სიაში ვერ მოხვდა.
1. შენი სახელი (Your Name / Kimi No Na Wa)
მაკოტო შინკაის ამ საოცარ ფილმს საზოგადოების სიყვარული ნამდვილად არ აკლია. შენი სახელი ერთ-ერთია იმ ნამუშევართა შორის, რომელმაც მსოფლიოში ანიმეს მოყვარულთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ფილმი სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ორ თინეიჯერზე მოგვითხორბს, რომლებიც ძილში სხეულებს ცვლიან, თუმცა მისი სიუჟეტი ისეთი მარტივი სულაც არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
დროში მოგზაურობა, საოცარი ანიმაცია, გამორჩეული საუნდტრეკები და დასამახსოვრებელი პერსონაჟები ფილმს ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად აქცევს. მიუხედავად მაყურებელთა სიყვარულისა, 2017 წელს საუკეთესო ანიმაციური ფილმის ტიტული Coco-ს ერგო. რა თქმა უნდა, Coco ნამდვილად გამორჩეული ნამუშევარია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შენი სახელი, სულ მცირე, ოსკარის ნომინაციას მაინც იმსახურებდა.
2. ხმის ფორმა (A Silent Voice / Koe No Katachi)
2017 წლის ოსკარები ნამდვილად დაძაბული ბრძოლა იქნებოდა, შენი სახელის გარდა ჯილდოსთვის ბრძოლაში ნაოკო იამადას ხმის ფორმაც რომ ჩართულიყო. ხშირად ნამდვილად არ ვხვდებით ნამუშევარს ბულინგის თემაზე, რომელიც მჩაგვრელსა და დაჩაგრულს შორის დამსხვრეული ურთიერთობის აღდგენაზე გვიამბობს. ხმის ფორმა ბულინგის პრობლემის შესახებ მჩაგვრელის — შოია იშიდას თვალით გვიყვება, რომელმაც ბავშვობაში ყრუ კლასელ გოგოს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. წლების შემდეგ, როცა იშიდას დანაშაულის გრძნობა თვითმკვლელობაზე ფიქრს დააწყებინებს, ის კლასელისთვის ბოდიშის მოხდას გადაწყვეტს.
ხმის ფორმა ყველასათვის ნაცნობ პრობლემას საოცარი ანიმაციითა და გულშიჩამწვდომი ისტორიით გვიყვება, რის გამოც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოსკარს ნამდვილად იმსახურებდა.
3. ჰოულის მოსიარულე კოშკი (Howl's Moving Castle / Howl no Ugoku Shiro)
საოცარი ფერები, განსხვავებული ისტორია, ულამაზესი ანიმაცია და საინტერესო პერსონაჟები — ეს Studio Ghibli-ის ანიმეებისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშნებია. ჰოულის მოსიარულე კოშკი ექსცენტრიკულ ჯადოქარ ჰოულზე, დაწყევლილ სოფიზე, ბეკონის მოყვარულ ცეცხლის დემონ კალციფერსა და უზარმაზარ მოსიარულე კოშკშზე მოგვითხრობს. თვალისმომჭრელი ანიმაცია და დასამახსოვრებელი საუნდტრეკები ჰოულის მოსიარულე კოშკს ოსკარის ერთ-ერთ ღირსეულ კანდიდატად აქცევდა.
4. მგლის შვილები ამე და იუკი (Wolf Chidren Ame and Yuki / Ookami Kodomo no Ame to Yuki)
იშვიათად თუ ნახავთ ანიმაციას, რომელიც მარტოხელა დედის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიყვება. უფრო იშვიათად კი ისეთი ნამუშევარი შეგხვდებათ, რომელშიც მარტოხელა დედა ორ მაქცია შვილს ზრდის — ამესა და იუკის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედა სოფელში მიემგზავრება, რათა შვილები ცნობისმოყვარე ქალაქელებისგან დაიცვას. დედა სწავლას, მუშაობას, საოჯახო საქმეებსა და არც ისე ჩვეულებრივი ბავშვების აღზრდას სიყვარულითა და მოთმინებით ერკინება მანამ, სანამ მისი შვილები საკუთარი თავისა და მომავლის გარკვევას ცდილობენ: მაინც ვინ არიან ამე და იუკი — ადამიანები თუ მგლები?
5. პაპრიკა (Paprika)
თუ კრისტოფერ ნოლანის ფილმი Inception ნანახი გაქვს, სატოში კონის პაპრიკასთან პარალელების გავლება არ გაგიჭირდება. კინომანების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნოლანის ცნობილი ნამუშევრის შთაგონების წყარო სწორედ პაპრიკა გახდა, რაც სიმართლესთან ნამდვილად ახლოსაა, თუ სცენებს შორის აშკარა მსგავსებებს გავითვალისწინებთ.
პაპრიკა განსაკუთრებული ტექნოლოგიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ადამიანების სიზმრებში შეღწევის საშუალებას იძლევა. მას თერაპიისთვის გამოიყენებენ, თუმცა არასწორი ადამიანების ხელში ხელსაწყოს უდიდესი საფრთხის მოტანა შეუძლია. ანიმაციის საოცარი დეტალურობა და დინამიურობა პაპრიკას ერთ-ერთ საუკეთესო ანიმედ აქცევს.
6. პრინცესა კაგუიას ამბავი (The Tale of Princess Kaguya / Kaguya-Hime no Monogatari)
პრინცესა კაგუიას ამბავი ერთ-ერთი სასიხარულო გამონაკლისია ანიმეებს შორის, რადგან ნამუშევარმა 2014 წელს ოსკარის ნომინაციის მიღება მოახერხა. სამწუხაროდ, ანიმე ოსკარისთვის ბრძოლაში Big Hero 6-თან დამარცხდა.
პრინცესა კაგუიას ამბავი იაპონური ფოლკლორის მიხედვით შექმნილი ნამუშევარია, რომლის საოცარი ანიმაცია და თხრობის სტილი ნებისმიერი მაყურებლის მოჯადოებას შეძლებს.
7. ქარი ძლიერდება (The Wind Rises / Kaze Tachinu)
ჰაიაო მიაძაკის სახელის ხსენება უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ანიმეს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდეს. ქარი ძლიერდება სწორედ ის ნამუშევარია, რომელიც ნებისმიერ მოლოდინს გაამართლებს. ანიმე მეორე მსოფლიო ომის დროს მოღვაწე იაპონელი ინჟინრის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც მუდამ ოცნებობდა ფრენაზე. მთავარი გმირის ოცნებები, სიზმრები და საოცარი სიყვარული გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს.
ანიმემ 2013 წელს ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, თუმცა Frozen-თან დამარცხდა.
აშკარაა, რომ გამორჩეული სიუჟეტის, პერსონაჟებისა და ანიმაციის მქონე ანიმეები ჯერ კიდევ ვერ იღებენ იმ დაფასებას, რომელსაც იმსახურებენ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იაპონური ანიმეთი მაყურებელთა დაინტერესება და გამორჩეული რეჟისორების რიცხვი სულ უფრო იზრდება, შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ მომავალში ოსკაროსან ანიმეებს აუცილებლად ვიხილავთ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა








კომენტარები