10 დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ჰოლივუდში ნამდვილად მოხდა
ჰოლივუდური ფილმების ყურება ხშირად ჩვენი უქმეების განუყოფელი ნაწილია. ათწლეულებია, რაც ამერიკული კინოინდუსტრიის ეს სახელი მსოფლიო ფენომენად იქცა და ერთგვარი ჩარჩოც დაამკვიდრა. ფილმებში ჩვენ სწორედ ამ ჩარჩოს ვხედავთ, თუმცა, მის მიღმა ეკრანზე მოყოლილ ისტორიებზე არანაკლებ საინტერესო და უცნობი ამბები არსებობს, რომლებიც რთული დასაჯერებელია, რომ ოდესღაც აქ ნამდვილად მოხდა.
1. პირველი ფილმი, რომელიც ტიტანიკის ამბავზე გადაიღეს, ტრაგედიიდან სულ რაღაც 29 დღის შემდეგ გამოვიდა და მასში მონაწილეობა გემზე მყოფმა გადარჩენილმა მგზავრმა მიიღო
22 წლის კინოვარსკვლავი დოროთი გიბსონი იტალიაში გატარებული შვებულებიდან შინ, ნიუ-იორკში ბრუნდებოდა. გემის ჩაძირვისას იგი სამაშველო ნავზე მოხვდა და გადარჩა. აშშ-ში დაბრუნებიდან მალევე, კომპანიამ, რომელშიც იგი მუშაობდა, მომხდარზე ფილმის გადაღება შესთავაზა. დოროთიმაც სცენარი დაწერა და 10-წუთიანი ფილმი, Saved from the Titanic, გადაიღო. ფილმში იგი იმავე სამოსით გამოჩნდა, რაც გემზე ეცვა. 1914 წელს კინოსტუდიაში გაჩენილმა ხანძარმა კინოსურათის ყველა ასლი შეიწირა.
2. ვუნდერკინდად წოდებულმა 18 წლის სცენარისტმა კინოსტუდიასთან ექვსნიშნა ჰონორარის მისაღებად კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, ბოლოს იგი 32 წლის მსახიობი აღმოჩნდა
ფოტო: ABC
1966 წელს დაბადებულმა კიმბერლი კრეიმერმა არაერთ ფილმსა თუ სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, როცა 30 წლის ასაკის შემდეგ როლების მიღება გაუჭირდა, სახელი რაილი უესტონად გადაირქვა და ამტკიცებდა, 1979 წელს დავიბადეო. მალევე იგი სერიალ Felicity-ის სცენარისტად აიყვანეს და მასში პატარა როლიც კი მისცეს.
წარმატებული სცენარისტის კარიერა კიმბერლი-რაილის თავზე ჩამოეშალა, როცა მისით Entertainment Tonight დაინტერესდა და, საბოლოოდ, სცენარისტად მონათლული მსახიობის ასაკიც გაიგეს. უესტონი, რასაკვირველია, სამსახურიდან დაითხოვეს.
3. პოლ უოლკერის გარდაცვალების შემდეგ ფილმ Furious 7-ის დასასრულებლად მსახიობის ძმები და სპეცეფექტები გამოიყენეს
ფოტო: NBC/Universal
2013 წლის 30 ნოემბერს პოლ უოლკერი ავარიაში დაიღუპა. ამ დროისათვის იგი The Fast and the Furious-ის ფილმში იღებდა მონაწილეობას. პროექტის ხელმძღვანელის, ჯეიმს უანის თქმით, პოლის სიკვდილმა მთელი შემოქმედებითი ჯგუფი შოკში ჩააგდო, ამიტომ, მათ მუშაობის შეწყვეტა მოუხდათ. მხოლოდ მსახიობის დაკრძალვის შემდეგ დაიწყეს ფიქრი, როგორ უნდა დაესრულებინათ ფილმის გადაღებები ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის გარეშე. საბოლოოდ, უკვე გადაღებული სცენებიდან, მათ შორის, ამოჭრილი ეპიზოდებიდან, პოლის კომპიუტერულად გენერირებული სურათის შექმნა შეძლეს, შემდეგ კი მსახიობის ორი ძმა ერთგვარ დუბლიორებად დაიქირავეს. ზოგან ფრაზის ნახევარს პოლი ამბობს, მეორე ნახევარს კი — მისი რომელიმე ძმა.
საბოლოოდ, ფილმის პრემიერამ ერთი წლით გადაიწია, ბიუჯეტი კი კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზარდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ამად ღირდა კიდეც — Furious 7, რომელიც უოლკერის ხსოვნას მიეძღვნა, ფრენჩაიზის ფინანსურად ყველაზე წარმატებული ნაწილი გამოდგა და $1,5 მილიარდამდე გამოიმუშავა.
4. ახალგაზრდა მსახიობმა მთელი ჰოლივუდი დაშოკა, როცა კარიერა მიატოვა და მონაზონი გახდა
ფოტო: Ethan Miller / Getty Images
დოლორეს ჰარტი 19 წლის იყო, როცა 1957 წელს პირველად გამოჩნდა კინოეკრანზე და ელვის პრესლის ფილმ Loving You-ში პარტნიორობა გაუწია. ამ დროიდან მისი პოპულარობა მხოლოდ იმატებდა. თუმცა, 1960 წელს, როცა ფილმ Francis of Assisi-ში წმინდა კლერის როლი ერგო, პაპ იოანე პავლე XXIII-ს შეხვდა და უთხრა, რომ მას წმინდანი უნდა განესახიერებინა. პაპმა კი ჰარტს განუცხადა, კლერს კი არ თამაშობ, თავად ხარ კლერიო. როგორც ჩანს, სწორედ ამან უბიძგა მსახიობს, ცხოვრება სამუდამოდ შეეცვალა.
24 წლის ჰარტმა ნიშნობა დაარღვია, კარიერა მიატოვა, კონექტიკუტის შტატში ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და მონაზონი გახდა. იგი დღემდე იქ ცხოვრობს, თუმცა 2012 წელს ჰოლივუდს კვლავ ესტუმრა, რათა კინოაკადემიის დაჯილდოებას დასწრებოდა. მაშინ მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, God Is the Bigger Elvis ("ღმერთი უფრო დიდი ელვისია"), ოსკარის ნომინანტი გახდა.
5. პოლტერგეისტის ფილმებში მონაწილე იმდენი მსახიობი დაიღუპა, რომ ხმა დაირხა, ეგ პროექტი დაწყევლილიაო
ფოტო: Universal
1982 წელს გამოსული პოლტერგეისტი ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც აღმოაჩენს, რომ განრისხებული მოჩვენებებით დასახლებულ ბინაში ცხოვრობს. ფილმს ორი გაგრძელება მოჰყვა, თუმცა, ტრილოგიის გადაღების პერიოდში არაერთი მსახიობი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა.
პირველი ფილმის გამოშვებიდან ხუთ თვეში 22 წლის დომინიკ დანი, რომელმაც ოჯახის მოზარდი შვილის როლი განასახიერა, მოძალადე პარტნიორმა მოკლა.
მეორე ფილმის გამოშვებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპნენ ფილმში მონაწილე მსახიობები, ჯულიენ ბეკი და უილ სემპსონიც.
ბოლოს, როცა მესამე ფილმის გადაღებები დასრულდა, ოჯახის ყველაზე პატარა წევრის შემსრულებელი 12 წლის ჰიზერ ო'როარკი მოულოდნელად დაიღუპა გულის გაჩერების შედეგად.
რადგან ფილმში პარანორმალური სამყაროს არსებები ადამიანების დაშავებას ცდილობენ, მსახიობები კი რეალურად დაიღუპნენ, 80-იან წლებში ხმები გავრცელდა, რომ პროექტი დაწყევლილი იყო. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცოტათი გაზვიადებულიც იყო. მაგალითად, ზოგი იმას ამბობდა, დაწყევლილმა ფილმმა ოჯახის კიდევ ერთი შვილის შემსრულებელი ოლივერ რობინსიც შეიწირაო, თუმცა, მსახიობი დღესაც ცოცხალია.
6. ფილმიდან ამოჭრისა და კონტრაქტის განახლებაზე უარის მიღების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი ჰოლივუდის ცნობილი სიმბოლოდან გადმოხტა
ფოტო: Wikimedia
ფოტო: Getty Images
ბროდვეის წარმატებული მსახიობი პეგ ენტვისლი ჰოლივუდში 1932 წელს ჩავიდა და მალევე გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ კინოსტუდიასთან. მისი დებიუტი Thirteen Women-ში შედგა, თუმცა, ფილმის საბოლოო ვერსიაში იმ სცენების უმეტესობა, სადაც მსახიობი მონაწილეობდა, ამოჭრეს. თითქოს ეს არ ეყოფოდა, კინოსტუდიამ ენტვისლს კონტრაქტის განახლებაზე უარი განუცხადა.
ამის შემდეგ, 1932 წლის 16 სექტემბერს მსახიობი ჰოლივუდის სიმბოლოდან გადმოხტა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ენტვისლის თვითმკვლელობა არა მხოლოდ ჰოლივუდში ხელმოცარულობას, არამედ კარიერაში მანამდე მიღებულ წარუმატებლობასაც უკავშირდებოდა.
7. გადასაღებ მოედანზე მსახიობებმა კამათი ისე განასახიერეს, რომ ნამდვილ ჩხუბში გადაიზარდა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო
ფოტო: Warner Bros.
1999 წელს გამოსულ ფილმში, Any Given Sunday, LL Cool J და ჯეიმი ფოქსი ფეხბურთელებს ასახიერებდნენ, რომლებიც მათი მწვრთნელის (ალ პაჩინოს პერსონაჟი) გვერდით გაცხარებულები კამათობენ. სცენარით გათვალისწინებული კამათი მალე ნამდვილ ჩხუბში გადაიზარდა და ფოქსმა LL-ს გაარტყა, პაჩინო კი თავისზე უმცროსი მსახიობების გამშველებლის როლში აღმოჩნდა. კინემატოგრაფი სალ ტოტინო იხსენებს, ცოტა ხანში ყველგან მოქნეული მუშტები დაფრინავდაო.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ფოქსს პოლიციის გამოძახება მოუხდა, თუმცა, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
ისე კი, LL-ისა და ფოქსის ურთიერთობა მოგვიანებით იმდენად გამოსწორდა, რომ 2015 წელს სტივი უონდერისადმი მიძღვნილ კონცერტზე ერთადაც იმღერეს.
8. The Twilight Zone-ზე მუშაობისას კინოვარსკვლავი ვიკ მოროუ და ორი ბავშვი მსახიობი გადასაღებ მოედანზე გზაარეული ვერტმფრენის დაჯახების შედეგად დაიღუპნენ
Warner Bros.-მა 1982 წელს კლასიკად ქცეული სერიალის ფილმად გადაღება სცადა. მათ განიზრახეს, რომ კინოსურათში 4 ამბავი უნდა ყოფილიყო მოთხრობილი და თითოეულ მათგანს სხვადასხვა რეჟისორი ჰყოლოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯონ ლენდისი იყო.
ლენდისის გადასაღები ამბავი რასისტ თეთრკანიან კაცზე იყო, რომელსაც 61 წლის ვიკ მოროუ ასახიერებდა. გერმანიაში ნაცისტებისგან და ამერიკის სამხრეთში ულტრამემარჯვენე კუ-კლუს-კლანისგან დევნის შემდეგ პერსონაჟი ვიეტნამში აღმოჩნდებოდა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად.
ვიეტნამის სცენების გადაღებისას, პიროტექნიკისგან გზაარეული ვერტმფრენი მოროუსა და ორ ბავშვ მსახიობს დაეჯახა, რის შემდეგაც სამივე გარდაიცვალა. ტრაგედიის მიუხედავად, ფილმის გამოსვლა მაინც გადაწყდა. თუმცა, ლენდისს ვერტმფრენის ეპიზოდის ამოჭრა მოუხდა, ამიტომ, ვიეტნამის სცენები დაგეგმილზე მოკლეხნიანი გახდა.
9. ჩინელმა მილიარდერმა 3D ფილმის გადასაღებად $140 მილიონი დახარჯა, თუმცა, საქმე ისე ცუდად წავიდა, რომ კინოსურათი არასდროს არ გამოსულა
ფოტო: Jiang Prod.
ჩინელმა მილიარდერმა, ჯონ ძიანმა, 2006 წელს ფენტეზის ჟანრის ფილმის, Empires of the Deep-ის, გადაღება გადაწყვიტა. ფილმი, რომელიც ტრილოგიად უნდა ქცეულიყო, ადამიანისა და ქალთევზას სიყვარულის ისტორია იქნებოდა, მის მიხედვით კი ანიმაციის, ვიდეოთამაშის და რეალური პარკის შექმნაც იგეგმებოდა. თუმცა, საქმე არცთუ ისე კარგად წავიდა.
ათმა სცენარისტმა სცენარის 40-მდე ვერსია შექმნა. ისეთმა მსახიობებმა, როგორებიც შერონ სტოუნი და მონიკა ბელუჩი არიან, კონტრაქტიც გააფორმეს, თუმცა, პროექტი მალევე მიატოვეს. ასევე მოიქცნენ რეჟისორებიც.
საბოლოოდ, ისე აღმოჩნდა, რომ კინოსურათმა დღის სინათლე ვერასდროს იხილა, დღეს კი 2010 წელს გამოსული არცთუ დამაინტრიგებელი ტრეილერის გარდა, ფილმზე ბევრი არაფერი ვიცით.
10. როცა All the Money in the World-ის პრემიერამდე ექვსი კვირით ადრე კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ფილმის შემქმნელებმა მისი როლი სხვას განასახიერებინეს და ყველა სცენა თავიდან გადაიღეს
კევინ სპეისი
ფოტო: Sony
ქრისტოფერ პლამერი
ამბის გახმაურებიდან მალევე რეჟისორმა რიდლი სკოტმა სპეისის პერსონაჟის სათამაშოდ 88 წლის ქრისტოფერ პლამერი მოიწვია და მისი მონაწილეობით ყველა სცენა თავიდან გადაიღო 9 დღის განმავლობაში. ეს ცვლილებები $10 მილიონი დაჯდა (მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედი).
ბოლოს კი, პრემიერის გადადება შემქმნელებს მხოლოდ 3 დღით მოუწიათ.
სხვათა შორის, ფილმმა, რომელსაც კინოაკადემიის დაჯილდოებაზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ოსკარის ერთადერთი ნომინაცია მიიღო — ისიც კრისტოფერ პლამერის როლისთვის.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით არჩევას ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით არჩევას ულოცავს
-
გადახედვახვალ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა იწყება ხვალ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა იწყება
-
გადახედვააშშ უკრაინას საბრძოლო ასაკის 18 წლამდე შემცირებისკენ მოუწოდებს აშშ უკრაინას საბრძოლო ასაკის 18 წლამდე შემცირებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
-
გადახედვა"ძლიერი საქართველო" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს "ძლიერი საქართველო" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს
-
გადახედვანინო დოლიძე: ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა ნინო დოლიძე: ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა
-
გადახედვაევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს
-
გადახედვაცესკოს დადგენილება: თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს ცესკოს დადგენილება: თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს
-
გადახედვაცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
-
გადახედვაCPJ საქართველოს პარლამენტს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს CPJ საქართველოს პარლამენტს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს
-
გადახედვააღმოაჩინეს 120 000 წლის წინ გადაშენებული ადამიანის სახეობა, რომელსაც გიგანტური თავი ჰქონდა აღმოაჩინეს 120 000 წლის წინ გადაშენებული ადამიანის სახეობა, რომელსაც გიგანტური თავი ჰქონდა
-
გადახედვარამდენი თვალი აქვს ფუტკარს? რამდენი თვალი აქვს ფუტკარს?
-
გადახედვაალექსანდრე წულაძე: ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს ალექსანდრე წულაძე: ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს
-
გადახედვახაზარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი მხოლოდ რუსეთის უპირობო მორჩილებით და "რუსული კანონით" დაამახსოვრა ხაზარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი მხოლოდ რუსეთის უპირობო მორჩილებით და "რუსული კანონით" დაამახსოვრა
-
გადახედვა"ქართული ოცნების" წევრის, შოთა ბერეკაშვილის კომპანიას მერიასთან 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3 პროექტი აქვს "ქართული ოცნების" წევრის, შოთა ბერეკაშვილის კომპანიას მერიასთან 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3 პროექტი აქვს
-
გადახედვაპეტრას აუსტრევიჩუსი: ეს არჩევნები დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე პეტრას აუსტრევიჩუსი: ეს არჩევნები დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე
-
გადახედვაევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: დაასანქცირეთ კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: დაასანქცირეთ კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება
-
გადახედვაცესკოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იქნება ცესკოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იქნება
-
გადახედვაპეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გერმანია აღარაა კარგი მეგობარი პეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გერმანია აღარაა კარგი მეგობარი
-
გადახედვაThe Economist: ომის განმავლობაში 60—100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 400 ათასამდე კი — დაიჭრა The Economist: ომის განმავლობაში 60—100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 400 ათასამდე კი — დაიჭრა
კომენტარები