ჰიროსიმა და ნაგასაკი ატომური აფეთქების შემდეგ — ფოტოები
იაპონური ქალაქების — ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვიდან 78 წელი გავიდა. 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში, 9 აგვისტოს კი ნაგასაკიში აშშ-მ ატომური ბომბები ჩამოაგდო. შედეგად, 2 სექტემბერს იაპონიამ მოკავშირეების წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც II მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.
1945 წლის 6 აგვისტოს, 8 საათსა და 15 წუთზე ჰიროსიმაში ბომბდამშენმა, სახელად Enola Gay-მ ატომური ბომბი ჩამოაგდო. ეს ომში ატომური ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.
ჰიროსიმას დაბომბვას, სავარაუდოდ, 140 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნაგასაკის დაბომბვას კი დაახლოებით 74 ათასი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირებში, თვეებსა და წლებში უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია არა მხოლოდ დაბომბვამ, არამედ დაბომბვის შემდეგ ქალაქებში არსებულმა რადიაციის დონემაც.
გთავაზობთ 12 ფოტოს, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიას ასახავს:
კომენტარები