SpaceX-ის ყოფილი ინჟინრები ელექტრო ნავების შექმნაზე მუშაობენ
2003 წლის ივლისში ტესლამ დაიწყო ამბიციური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვა და მან მართლაც შეძლო და შეექმნა ელექტრომანქანა, ძირითადი ტექნოლოგიების შემუშავებით, როგორიცაა ბატარეა, კომპიუტერული პროგრამები და ელექტროძრავა. მომდევნო ორ ათწლეულში კი Tesla Motors-მა ელექტრო მანქანების წარმოებით დაიმკვიდრა თავი ბაზარზე. ახლა კი, ინჟინრების ჯგუფს სურს იქცეს მსგავსი მიღწევის მიზეზად ელექტრული ნავების სეგმენტში. მათი მიზანია შექმნან მაღალი დონის ელექტრული ნავი, Arc One.
რევოლუციური მიზნების მქონე კომპანია Arc Boats 2021 წლის დასაწყისში, SpaceX-ის ორმა ყოფილმა ინჟინერმა შექმნა, რომლებსაც რაკეტებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.
”ჩვენ ამაზე მუშაობა თებერვალში დავიწყეთ გუნდის, ფულის და საწყობის გარეშე”, — თქვა დამფუძნებელმა მიტჩ ლიმ, The Guardian-თან. მაგრამ კომპანიამ ახლა მიიღო 4.25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება და მათი ამბიციური გეგმების მიხედვით, აპირებენ გაყიდონ მათი პირველი მოდელი, Arc One, წლის ბოლომდე.
ლი მიიჩნევს, რომ ნავების ინდუსტრია ამჟამად არის იქ, სადაც ავტომობილის ინდუსტრია იყო 10-15 წლის წინ.
"ელექტრული ნავები თითქმის ყოველმხრივ აღემატება გაზზე მომუშავე ნავებს. უფრო ადვილია მათი მოვლა და გაცილებით იაფია ექსპლუატაცია, ასევე ისინი უფრო ჩუმი, სწრაფი და უპირველეს ყოვლისა, სუფთაა, კვამლისა და დამაბინძურებლების გარეშე“,— დასძინა მან.
მაგრამ გაზზე მომუშავე ნავებთან კონკურენციისთვის, გუნდმა უნდა შეიმუშაოს გეგმა და გაითვალისწინოს სხვა მრავალი ფაქტორი. ინჟინრების გუნდი იყენებს გამოცდილებას, მაღალი ხარისხის ელექტრონავის ასაშენებლად, რომელსაც დაბალი ღირებულების კორპუსი ექნება.
რაც შეეხება ნავის მონაცემებს, ის არის, დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის, დამზადებულია ალუმინისგან და იტევს 10 კაცს. მას აქვს 475 ცხენის ძალა და უზრუნველყოფს სიჩქარეს — 65კმ/სთ. 200 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა კი საშუალებას მისცემს მფლობელს, რომ ერთი სრული დამუხტვის შემდეგ, ისარგებლოს ნავით სამიდან ხუთ საათამდე. ასეთი ნავის ღირებულებაა 300 000$, ხოლო თუ ნავის შეძენა რაც შეიძლება მალე, წინასწარი შეკვეთის გზით გსურთ, მოგიწევთ დამატებით 1000$ გადაიხადოთ.
კომპანია იყენებს ტესლას მიდგომას, რომ მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქცია მომხმარებელს, შემდეგ კი გამოიყენოს შემოსული თანხები უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტების კვლევისა და განვითარებისათვის. საბოლოოდ, კომპანიას მიაჩნია, რომ მათი ტექნოლოგია იქნება გამოყენებული უფრო დიდი ნავებისთვისაც და საბოლოოდ ყველა ნავს შეეძლება ელექტროძრავით გადაადგილდეს.
ელექტრული ნავები სამომავლოდ შეძლებენ, რომ განავითარონ 144 კმ/სთ, რაც ხელს შეუწყობს ელექტრული ნავებით რბოლას, ისევე როგორც ამას აკეთებს ფორმულა 1 საავტომობილო ინდუსტრიაში.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები