ბოლო 6 თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 645 მილიონი ლარით გაიზარდა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 25 334 685 000 ლარს მიაღწია, როდესაც 2020 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელელი 24 689 731 000 ლარი იყო — შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი ბოლო 6 თვეში 645 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2021 წელს მთავრობას "არც ერთი თეთრის, არც ერთი ლარის ვალი არ აუღია". მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ქვეყანას 2021 წელს პანდემიის მართვისთვის ახალი სავალო ხელშეკრულება არ გაუფორმებია — როგორც ჩანს, ღარიბაშვილი სწორედ ამაზე საუბრობდა. მინისტრის თქმით, არსებობს გრძელვადიანი ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც გარკვეული თანხები ახლაც ირიცხება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობიდან 23,8 მილიარდი ლარი მთავრობის, ხოლო 1,5 მილიარდი ლარი ეროვნული ბანკის ვალია.
ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ოდენობის ვალდებულება გერმანიისა (2,2 მილიარდი ლარი) და საფრანგეთის (1,76 მილიარდი ლარი) მიმართ გვაქვს.
რაც შეეხება მრავალმხრივ კრედიტორებს, აქ მსოფლიო ბანკი (IDA და IBRD) — 6,5 მილიარდი ლარითა და აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 3,56 მილიარდი ლარით ლიდერობენ.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები