ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, მზის პანელები 1000-ჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ
სენგეტოელექტრულ მზის პანელებში ენერგიის წარმოების 1000-ჯერ გაზრდა არის შესაძლებელი, იუწყება მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი (MLU).
MLU-ს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამის მიღწევა ბარიუმის, სტრონტიუმისა და კალციუმის ტიტანატის კრისტალური ფენების პანელებში მონაცვლეობით განლაგებით არის შესაძლებელი. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Science Advances-ში.
დღესდღეობით, მზის პანელების უმრავლესობა სილიკონისგან, თავისი სიიაფისა და დამაკმაყოფილებელი ეფექტურობის გამო მზადდება. მეცნიერებმა პანელების პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად ახალი ნივთიერებების გამოცდა დაიწყეს.
სენგეტოკრისტალების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მათით ნაშენები პანელები დადებითად და უარყოფითად დამუხტული ფენების განლაგებას არ საჭიროებენ, რაც სილიკონის მზის პანელებში აუცილებელია.
თუმცა, MLU-ში ისიც აღმოაჩინეს, ბარიუმის ტიტანატის კრისტალები ძალიან ცოტა მზის სინათლეს შთანთქავს. სხვადასხვა მეტალების კომბინაციებით ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე მეტალის თხელი ფენების შერწყმით, მზის ენერგიის გადამუშავების მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება.
"[ახალი პანელების] მთავარი მახასიათებელი მასში სერგეტოელექტრული და პარაელექტრული ელემენტების მონაცვლეობაა. მართალია, უკანასკნელს განცალკევებული მუხტები არ გააჩნია, თუმცა მისი სერგეტოელექტრულად გარდაქნა შესაძლებელია, მაგალითად, მის დაბალ ტემპერატურებზე გაჩერების შემდეგ ან მაშინ როცა მის ქიმიურ აგებულებას ოდნავ ვცვლით", — განაცხადა დოქტორ აკაშ ბატნაგარმა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტიდან.
დოქტორ ბატნაგარმა და მისმა გუნდმა ბარიუმის ტიტანატი სტრონტიუმისა და კალციუმის ტიტანატებს შორის მისი მაღალი სიმძლავრის ლაზერით სუბლიმაციითა და შემდეგ მატარებელ ზედაპირზე დესუბლიმაციით მოაქციეს. მიღებული მასალა 500 ფენისგან შედგებოდა და 200 ნანომეტრის სისქის იყო.
ამ მეთოდის საშუალებით, ელექტრული დენი 1000-ჯერ გაიზარდა, იმავე სისქის სუფთა ბარიუმის ტიტანატთან შედარებით.
"მეტალების ფენების ურთიერთქმედება უფრო მაღალ დიელექტრიკულ შეღწევადობას იწვევს — სხვა სიტყვებით, მსუბუქი ფოტონების მიერ გააქტიურებული ელექტრონები გამტარში უფრო სწრაფად გადაადგილდებიან", — განმარტა დოქტორმა ბატნაგარმა.
სენგეტოელექტრული პანელები ენერგიას 6 თვის მანძილზე სტაბილური რაოდენობებით აწარმოებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალა კომერციული გამოყენებისთვის საკმარისად გამძლეა. მკვლევრები ტექნოლოგიის გასაძლიერებლად, შემდეგ მეტალის ფენებში ფოტოეფექტის მიზეზს შეისწავლიან.
ახალი ტექნოლოგია პოტენციურად კომპიუტერული მეხსიერებებში, კონდენსატორებში და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში იქნება გამოყენებული.
საერთო ჯამში კი, მკვლევარების აღნიშნულ ნაშრომს შესაძლოა სენგეტოელექტრული ტექნოლოგიის რევოლუციისკენ მივყავდეთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები