მარსზე სიცოცხლის ნიშნები შესაძლოა "წაშლილი" იყოს — NASA-ს Curiosity-ის აღმოჩენა
NASA-ს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მარსზე არსებული სიცოცხლის ნიშნები წაშლილია. კოსმოსური სააგენტოს Curiosity Rover-მა ეს აღმოჩენა Gale Crater-ის თიხით მდიდარი სედიმენტური ქვების შესწავლისას გააკეთა. Gale Crater დამშრალი ტბაა, რომელიც ასტეროიდის მარსთან შეჯახებისას, 3.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა.
თიხა მნიშვნელოვანი დეტალია მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძიების პროცესში, რადგან ის მინერალებთან და წყალთან ურთიერთობის შედეგად, გეოლოგიური გამოფიტვისა და დაშლის პროდუქტია. წყალი კი სიცოცხლის მთავარი ინგრედიენტია. ასევე, თიხა კარგი ადგილია მიკრობული ნაშთების საპოვნელად.
როცა მოხეტიალე დამშრალი ტბის ფსკერს იკვლევდა, მან მოსალოდნელი თიხოვანი მინერალების რაოდენობის მხოლოდ ნახევარი იპოვა. თიხის მაგივრად, ადგილი მეტი რაოდენობის რკინის ოქსიდს შეიცავდა, იმას, რაც მარსს თავის მოწითალო ფერს აძლევს.
მეცნიერების თქმით, ამ გაუჩინარების მიზეზი მარილიანი წყალია. ისინი ვარაუდობენ, რომ დიდი რაოდენობით მარილის შემცველმა წყალმა მინერალებით მდიდარი თიხის ფენებში შეაღწია, მინერალები "ჩარეცხა" და ამით მათი არსებობის გეოლოგიური კვალიც გააქრო. აქამდე, ვარაუდი ის იყო, რომ მინერალები და ნივთიერებები შეუცვლელად ინახებოდნენ ტბის ფსკერზე, ახლა კი ცნობილია, რომ მარილიან წყალს მარსის ხილული წარსულის შეცვლა/დამალვა შეუძლია.
Curiosity-მ ქვის ნიმუშები ნიადაგის სიღრმეშიც მოიპოვა და მინერალური ქანების ქიმიური და მეტეოროლოგიური ანალიზისთვის მოწყობილობა სახელად CheMin გამოიყენა.
სედიმენტების ამგვარ ქიმიურ გარდაქმნას დიაგენეზისი ჰქვია და კვლევის ავტორების თქმით, იმის მიუხედავად, რომ ის სიცოცხლის ნიშნებს შლის, პოტენციალი აქვს რომ მიწისქვეშა საცეცხლე წარმოშოს.
"ჩვენ მნიშვნელოვანი მიგნება გავაკეთეთ: მარსის ზედაპირზე ქანები მარსის წარსულისა და შესაძლო სიცოცხლის მტკიცებულებას კარგად ვერ ინახავენ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა და Curiosity-ს პროექტის მეცნიერმა, აშვინ ვასავანდამ.
მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა გრძელდება. Curiosity-მ მარსზე 6 ტიპის მეთანის შესაძლებელი ადგილმდებარეობა დაადგინა. რადგანაც დედამიწის ატმოსფეროში მეთანი ბიოლოგიური წყაროებიდან მოდის, მეცნიერები მარსზე აირის აღმოჩენას აღტაცებით ელიან.
აღნიშნული კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები