კორეული ტუალეტი ექსკრემენტების სანაცვლოდ სტუდენტებს ფულს უხდის
აქამდე ჩვენ უკვე ვფლობდით ინფორმაციას ჭკვიანი ტულაეტების შესახებ, რომლებსაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეეძლოთ, ასევე ვიცოდით ისიც, რომ ტუალეტის საშუალებით ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, თუმცა ახლა ჩვენს წინაშეა ახალი კორეული ტუალეტი, რომელიც გაცილებით უფრო შთამბეჭდავია.
ახალი ტუალეტი გარდა იმისა, რომ ექსკრემენტებს ენერგიად გარდაქმნის, იგი სტუდენტებს მათ მიერ წარმოებული ექსკრემენტების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა პროდქუტის შეძენის საშუალებას აძლევს.
დიახ, სწორად წაიკითხეთ Reuters-ის ანგარიშში ნათქვამია სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ადამიანის ნარჩენებს შენობისათვის საჭირო ენერგიის მისაღებად იყენებენ, რა პროცესის დროსაც ექსკრემენტები ციფრულ ვალუტად გარდაიქმნება.
გაიცანით ტუალეტი BeeVi
ეს ტუალეტი არის Uslan-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (UNIST) ურბანული და გარემოსადაცვითი ინჟინერიის პროფესორის ჩო ჯაე-ვეონის გამოგონება, რომელიც ბიოგაზსა და სასუქს აწარმოებს.
ტუალეტში ვაკუუმის ტუმბოა გამოყენებული, რათა ნარჩენები მიწისქვეშა ბიორეაქტორში გადავიდეს, ხოლო ბიოერეაქტორში კი არის მიკროორგანიზმები, რომლებიც ნარჩენებს მეთანად აქცევენ. შედეგად მიღებული ენერგია კი ამუშავებს გაზქურას და ცხელი წყლის ქვაბს.
ჩომ ასევე მოიფიქრა ვირტუალური ვალუტა სახელად Ggool, რაც კორეულად თაფლს ნიშნავს. თითოეული სტუდენტი, რომლიც ტუალეტს იყენებს, დღეში 10 თაფლს გამოიმუშავებს, ხოლო ამ თანხით სტუდენტებს: ყავის, ატრიის, ხილის და წიგნების შეძენაც შეუძლიათ.
ჩოს განცხადებით, ადამიანი საშუალოდ ყოველდღე 500 გრამამდე ფეკალიების დეფეკაციას ახდენს. რითაც 50 ლიტრი მეთანის გაზის წარმოქმნა შეილება. 50 ლიტრი მეთანის გაზით კი 0.5კვტ.სთ ენრეგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც მაგალითად ჭურჭლის სარეცხი მანქანის ერთხელ გამოყენებისთვის სრულიად საკმარისია.
საერთო ჯამში, ეს არის სრულიად ეკომოგობრული ტუალეტი, რომლიც, სუფთა ენერგიის გამომუშავების გარდა, სტუდენტებს თანხის მიღების საშუალებას აძლევს.
კომენტარები