7 ნიშანი იმისა, რომ მხევლის წიგნში ვცხოვრობთ
ფოტო: Hulu
როცა მხევლის წიგნის პირველი ეპიზოდი ვნახე, სერიალის სამყაროთან, პერსონაჟებთან და თან უცნაური კავშირი ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში არც წითელ სამოსში გამოწყობილი მხევლები დადიან და არც წერა-კითხვა გვაქვს ქალებს აკრძალული, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე ნანახი, მოსმენილი და გამოცდილი მქონდა.
მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი მკითხველმა პირველად 1985 წელს წაიკითხა და ნაწარმოების პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წიგნში, შემდგომ კი 2017 წლის სერიალში გადმოცემული მოვლენები დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება.
მხევლის წიგნი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, რომელშიც მოქმედება აშშ-ის ადგილას აღმოცენებულ ახალ ქვეყანაში — გილეადში ვითარდება. გილეადში ქალები კასტებად არიან დაყოფილი და მათ საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, წერა-კითხვა და საკუთარი სურვილის მიხედვით ცხოვრება ეკრძალებათ. ახალ სამყაროში რელიგიური ფანატიზმი მეფობს და ადამიანები ღმერთის სახელით ძალადობენ. სიტუაციას მუდმივად შეიარაღებული პირები აკონტროლებენ, ქუჩებში წითელ მოსასხამებში გამოწყობილ მხევლებსა და მოსამსახურე მართებს შორის კი შიშის ლანდებიც დაძრწიან.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი დისტოპიური სამყაროა, რომელსაც თანამედროვე ყოველდღიურობასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა მარგარეტ ეტვუდს უამრავი ადამიანი წინასწარმეტყველს უმიზეზოდ ნამდვილად არ უწოდებს: თუ ლუპას მოიმარჯვებ და მხევლის წიგნის სამყაროს ახლოდან დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ გილეადი რეალობასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე გეგონა.
მხევლის წიგნის სამყაროსთან სიახლოვეს მისი პირველად გაცნობის დღიდანვე ვგრძნობ, თუმცა ეს განცდა ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გამიმძაფრდა, როდესაც ქვეყანაში ქალების ჩაგვრას (რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია) 50-ზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე თავდასხმა და ლგბტქ+ საზოგადოებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე, მიუღებლობა და მათზე ძალადობა დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოების ნაწილი არასდროს მალავდა, მსგავსი მასშტაბის ძალადობრივი ქმედებები და შიში, რომელმაც ქვეყანა ბოლო კვირის განმავლობაში მოიცვა, მაინც მოულოდნელი და ერთიორად შემზარავი აღმოჩნდა.
მაშ ასე, გთავაზობთ იმის 7 ნიშანს, რომ მხევლის წიგნში ვცხოვრობთ:
1. ძალადობა ღმერთისა და რელიგიის სახელითაა გამართლებული
მხევლის წიგნის სამყაროში ყველაფერი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება, მათ შორის — ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. მხევლის დამონება და მისი გაუპატიურება, რათა დაორსულდეს, საზოგადოებაში არათუ მიღებული, არამედ — აუცილებელიცაა. მსგავსი კანონების შემქმნელების მიხედვით, ეს ყველაფერი სამყაროს სწორ, ღმერთის გზაზე დაბრუნებას ემსახურება.
თუ 5 ივლისის მოვლენებსა და ზოგადად, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ლგბტქ+ თემის მიმართ გამოვლენილ ძალადობის სხვა შემთხვევებს გავიხსენებთ, მოძალადეები საკუთარ ქმედებებს უმეტესად რელიგიით ამართლებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ავიწყდებათ, რომ რელიგია, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულს ქადაგებს, ძალადობას კი — გმობს.
2 მოძალადეებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ
გილეადში ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. სექსუალური ძალადობა ახალი სიცოცხლის ჩასახვითაა გამართლებული, ფიზიკური და ფსიქოლოგიური — "სწორ გზას" აცდენილი ქალების მოსარჯულებელი იარაღია. გილეადში მოძალადეები დამნაშავეები არ არიან, რადგან მათ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვთ.
სამწუხაროდ, იმავეს თქმა ჩვენს რეალობაზეც შეგვიძლია. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებამ მოძალადეების დასჯა ერთხმად მოითხოვოს, უამრავი ადამიანი მათ ამართლებს და მარჯვენასაც კი ულოცავს. ამ მხარდაჭერით წახალისებული მოძალადე კი ერთიორად უკონტროლო და საშიშია.
3. სიყვარული დანაშაულად ითვლება
გილეადში სიყვარული დანაშაულად ითვლება. სერიალში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თუმცა ყველაზე მტკივნეული და შემზარავი მაინც არასრულწლოვანი ედენია, რომელიც ნიკს ცოლად გააყოლეს, თუმცა გოგონას მოგვიანებით სხვა შეუყვარდა. აკრძალული სიყვარულის გამო ედენსა და მის შეყვარებულს სასტიკი ბედი ხვდათ: მათ ფეხზე სიმძიმეები მოაბეს და აუზში დახრჩობა მიუსაჯეს. აუზის ფსკერზე სხვა ჯაჭვებსა და სიმძიმეებსაც ვხედავთ, რაც იმის ნიშანია, რომ სიყვარულისთვის მანამდეც ბევრი ადამიანი დასჯილა.
სიყვარულისთვის თანამედროვე რეალობაშიც ისჯებიან ადამიანები. თუნდაც ის, რომ უამრავ მათგანს საზოგადოების შიშით საკუთარი გრძნობების სამუდამოდ დამალვა უწევს, უკვე უდიდესი სასჯელია. სიყვარულის გამო მათზე ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბარიც კი ზედმეტია.
4. ქალებზე ძალადობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა
მხევლის წიგნის ყურებისას ემოციების შეკავება ნებისმიერ მაყურებელს გაუჭირდება. მთავარი გმირი ჯუნი და სხვა პერსონაჟები გამუდმებით ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არიან. სერიალის ყურებისას თუ წიგნის კითხვისას ის ხშირად გვავიწყდება, რომ ქალებზე საყოველთაო ძალადობა ფიქცია სულაც არაა. ქალებს მარტო სიარულის, ტაქსიში ჩაჯდომის, პაემანზე წასვლის, საკუთარი გემოვნების მიხედვით ჩაცმის ეშინიათ, რადგან ერთი კვირაც კი არ გავა, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ არ გავიგოთ. ქალებს თავისუფლებას უზღუდავენ, ასახიჩრებენ, მათზე ძალადობენ და კლავენ — მხევლის წიგნში იმაზე ცოტა რამაა გამოგონილი, ვიდრე გვგონია.
5. ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლები დაუცველები არიან
გილეადში ადამიანის უფლებები, ფაქტობრივად, არ არსებობს, შესაბამისად სულაც არაა გასაკვირი, რომ მათ არავინ იცავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისეთი უფლებები, როგორებიცაა, მაგალითად, თანასწორობის უფლება და შეკრების თავისუფლება, კონსტიტუციითაა აღიარებული, ჩვენს ქვეყანაში ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დაუცველები არიან და საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან. ამაში 5 ივლისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
6. სხვა ადამიანები გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ
გილეადში ყველა კასტას საკუთარი ფერი და ტანსაცმელი აქვს. გილეადში ადამიანებს სხვები კარნახობენ იმას, თუ რა ჩაიცვან, როგორ ისაუბრონ, სად და როდის წავიდნენ და ა.შ. ეს მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც ჩვენთვისაა უცხო. დღეს საზოგადოების ერთ ნაწილს დანარჩენებისთვის გარკვეული კანონები აქვს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გვიყვარდეს, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რას უნდა ვსაქმიანობდეთ, როგორ ვსაუბრობდეთ და ა.შ. მსგავსი წესების დარღვევებზე საზოგადოების ეს ნაწილი "შესაბამის" ზომებს იღებს: მაისურის ფერისა თუ პირსინგის გამო, საუკეთესო შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცხყოფის ადრესატი გახდები.
7. შიში თან აჩრდილივით დაგვყვება
სახლში მისასვლელად მოკლე გზა არ აირჩიო, ტაქსიში მარტო არ ჩაჯდე, ბნელ ქუჩაზე ყურსასმენები მოიხსენი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურადღებით იყავი, მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლო — ეს ის წესებია, რომელსაც ქალები წლების განმავლობაში მე და უამრავი სხვა ქალი ერთგულად, შიშით ვიცავთ.
შიში ჩემთვის უცხო არაა. მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მხევლის წიგნი სწორედ ყოვლისმომცველი შიშისა და დაუცველობის გრძნობის გამო გამახსენა. ალბათ, სერიალის პირველივე ეპიზოდის ნახვისა თუ წიგნის პირველივე გვერდის წაკითხვის შემდეგ მხევლის წიგნის სამყარო ჩემთვის ასე უცნაურად ახლობელი სწორედ იმიტომაა, რომ მე, ჯუნსა და კიდევ უამრავ ადამიანს შიში გვაერთიანებს. შეიძლება სწორედ ამ ერთიანობისა და სიმამაცის მოკრების სურვილის გამოა, რომ ჩემს ერთ-ერთ ჩანთაზე ჯუნის მიერ კედელზე ნაპოვნი წარწერაა ამოქარგული. Nolite Te Bastardes Carborundorum ("თავი არ დააჩაგვრინო მაგ ნაბიჭვრებს") — ვუყურებ წარწერას და ვოცნებობ, რომ შიში კი არ დავძლიო, არამედ — შიშის მიზეზი აღარ მქონდეს.
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა









კომენტარები