ჩინელი ასტრონავტები ახალი სადგურიდან ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ
ეს მათ კოსმოსურ პროგრამაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს
შვიდსაათიანი გასეირნება
ჩინელი ასტრონავტები პირველად გავიდნენ ღია კოსმოსში ტიანგონგის ახალი სადგურიდან, რითიც ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში დიდი მნიშვნელოვანი მომენტი აღინიშნა.
The Guardian-ზე დაყრდნობით, ორმა ასტრონავტმა, ლიუ ბომინგმა და ტანგ ჰონგბომ კვირა დილით შვიდსაათიანი გასვლა განახორციელეს ღია კოსმოსში. ეს პირველი გასვლაა ტიანგონგის გარეთ, მაგრამ მეორეა ჩინელი ასტრონავტების მიერ, რომლებიც ღია კოსმოსში პირველად 2008 წელს გავიდნენ.
"ტიანჰეს მთავარ მოდულში ლიუ ბომინგისა და ტანგ ჰონგბოს უსაფრთხო დაბრუნება სრული წარმატების მანიშნებელია ქვეყნის კოსმოსური სადგურიდან პირველი ღია კოსმოსური გასვლის საქმეში", — თქვა ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ The Guardian-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განახლებათა სრულყოფა
ასტრონავტებს გასვლის დროს სადგურის შიდა მოდულისათვის განახლებებისა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დაევალათ. ეს, როგორც სადგურის რობოტულ მკლავზე შესაჩერებელი საფეხურების მონტაჟს, ასევე მოდულზე მიმაგრებული პანორამული კამერის გასწორებასაც მოიცავდა.
"ვაუ, აქ ძალიან ლამაზია", — ამბობს ლიუ ვიდეოში, სადაც სადგურიდან კოსმოსში პირველად გამოდის.
ჩინეთის კოსმოსური პროგრამის მომავალი
გასვლა ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბოლო თვეებში განხორციელებულ კიდევ ერთ მიღწევას წარმოადგენს.
მაისში ჩინური მარს როვერ ჟურონგი წითელ პლანეტაზე დაჯდა, საიდანაც ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გამოგზავნა.
მოგვიანებით, ივნისში, ჩინეთმა წარმატებით გაგზავნა სამი ასტრონავტი ტიანგონგის სადგურზე.
ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე მზარდ კოსმოსურ შეჯიბრებაში. კოსმოსში მოგზაურობის ტექნოლოგიის სწრაფ დახვეწასთან ერთად, ორივე ქვეყანა ეძებს ფეხის მოსაკიდებელ ადგილს დედამიწის ორბიტასა და მთვარისა და მარსის ზედაპირებზე. ამან შესაძლოა ნიადაგი ახალ კოლონიზაციურ გეგმებს შეუმზადოს.
დამატებითი ინფორმაციისთის იხილეთ ბმული.
კომენტარები