ახალი კვლევის თანახმად, "დაბერების სიჩქარე" კვლავ უცვლელია
ახალი კვლევის თანახმად მარადიული ახალგაზრდობა კვლავ შეუძლებელია. სიცოცხლის გახანგრძლივებაზე უამრავი მეცნიერი მუშაობს. ერთი შეხედვით, ამაში შეიძლება გენური ინჟინერია და ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმაროს, თუმცა ჯერ სერიოზული შედეგები არ გვაქვს.
ახლა კი, ახალი უპრეცედენტო კვლევა მიგვითითებს იმაზე, რომ ბიოლოგიური შეზღუდვების გამო, სიბერე jგარდაუვალია.
კვლევამ, რომელიც 14 ქვეყნის მეცნიერთა საერთაშორისო თანამშრომლობით და ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა ჰიპოთეზის "დაბერების უცვლელი სიჩქარის" შემოწმებას. ეს უკანასკნელი ჰიპოთეზა კი ამბობს, რომ სახეობების დაბერების სიჩქარე ფარდობითია.
"ჩვენ შევადარეთ ადამიანისა და სხვა პრიმატების დაბადების და სიკვდილის მონაცემები და აღმოვაჩინეთ, რომ სიკვდილიანობის ეს ზოგადი ნიმუში ყველა მათგანში იგივეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოოდ ბიოლოგიური და არა გარემო ფაქტორები განსაზღვრავენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. სტატისტიკამ დაადასტურა, რომ ადამიანები უფრო მეტხანს ცხოვრობენ ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო, რაც იწვევს ხანგრძლივობის ზრდას მთელ მოსახლეობაში. ამის მიუხედავად, კვლევამ გვაჩვენა, რომ დაბერების პროცესი ყველა სახეობისთვის გარდაუვალია და იგივე სიჩქარით მიმდინარეობს", — თქვა ჟოზე მანუელ აბურტომ ოქსფორდის დემოგრაფიული მეცნიერების ლევერჰულმის ცენტრიდან, რომელმაც დაბადების და სიკვდილიანობის სტატისტიკა გაანალიზა.
დებატებმა იმაზე, თუ რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცხოვროთ, აკადემიური საზოგადოება ათწლეულების მანძილზე რამდენიმე ნაწილად გაყო. ამ მხრივ დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული აქტივობაა, სადაც სულ მცირე 260 კომპანია, 250 ინვესტორი, 10 არაკომერციული და 10 კვლევითი ლაბორატორია პროცესებში ჩართული და ამისთვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებენ.
თუმცა, კვლავ არ გვაქვს საკმარისი კვლევები, რათა ვთქვათ, თუ რა იწვევს სიკვდილიანობას, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებში. და როგორც აბურტომ ამბობს, ეს კონკრეტული კვლევა სწორედ ამ ნაკლის ამოვსებას ცდილობს.
"მონაცემების არაჩვეულებრივად მრავალფეროვანმა კოლექციამ საშუალება მოგვცა შევადაროთ სიკვდილიანობის სხვაობები როგორც სახეობებში, ასევე სახეობებს შორის", — ამბობს აბურატო.
თავის მხრივ, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების შემთხვევაში დროსთან ერთად სიკვდილიანობის დონე როგორც ახალშობილებში, ისე პატარებში იკლებს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ასაკიანებზე.
"ჩვენი დასკვნები ადასტურებს, რომ ისტორიულ პოპულაციებში სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალი იყო, რადგან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა კვდებოდა. სამედიცინო, სოციალური და გარემოს გაუმჯობესების შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. ახლა სულ უფრო მეტი ადამიანი ცოცხლობს დიდხანს, თუმცა სიბერეში სიკვდილიანობის სტატისტიკა არ იცვლება. ამ კვლევის თანახმად, ევოლუციური ბიოლოგია ყველაფერს ჯობნის და, ჯერჯერობით, სამედიცინო მიღწევებმა ვერ შეძლეს ამ ბიოლოგიური შეზღუდვების გადალახვა", — ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები