გიტანას ნაუსედა

26 May. 2021, 11:08

ძვირფასო ქართველებო! 103 წლის წინ ლიეტუვა და საქართველო წარმოადგენდნენ ორ ერს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელწიფოებრიობის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მცირე კონტაქტი გვქონდა, ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო. საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. თავისუფლებით გაერთიანებულები ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. 

ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება! 

ჩემი ქვეყანა არასდროს შეურიგდება რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 

დღეს მე ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით გიგზავნით საუკეთესო განწყობას და სურვილებს თითოეულ თქვენგანს! 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს

ჯერ საქართველოს საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება და შეხვედრებს მართავს…