ბჟანიასთან შეხვედრის გამო, სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი იოანე X-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ფოტო: ანტიოქიის საპატრიაქრო
სირიაში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის იოანე X-სა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრის გამო, ქართველ სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ისტორიკოსთა ნაწილი იოანე X-ს საპროტესტო წერილს უგზავნის. წერილში აღნიშნულია, რომ "საქართველოს უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს განუყოფელი და ამჟამად რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას გულთბილი მასპინძლობით გაოგნებული დარჩნენ".
"თქვენმა ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღრმავა ის ჭრილობები, რომელიც მოუშუშებლად ადევს ივერიის მიწას. თქვენ დაუმატეთ ტკივილები აფხაზეთის ქართული მიწიდან რუსების მიერ ეთნოწმენდის შედეგად იძულებით განდევნილ ასიათოსობით ადამიანს და ამგვარი დესტრუქცილობითა და კადნიერებით საკუთარი პიროვნება უაღრესად დააზიანეთ. ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ — ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ, დე ფაქტო პრეზიდენტს ეგებებით სიტყვებით "თქვენი ეკლესია" და აღუთქვამთ დახმარებას საეკლესიო კუთხით", — ნათქვამია წერილში.
ისინი, ასევე, წერენ, რომ ეს ქმედება მათ მიერ კანონიკური თვალსაზრისით მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვენ.
"თქვენ ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე უნდა მოიბოდიშოთ ჩადენილი ქმედების გამო და აღარასოდეს გაიმეოროთ მსგავსი რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი არაკანონიკური და არაქრისტიანული საქციელი საკმარისი მიზეზია ანტიოქიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად.
გარდა ამისა, მართლმადიდებლურ საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ანტიოქიის ეკლესია განიცდის მოსკოვის საპატრიარქოს დიდ გავლენას და მისსავე ხელში ინსტრუმენტალიზებულია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდრისა და აწ უკვე საქართველოს წინააღმდეგ.
ბოლოს აღვნიშნავთ, რომ თქვენს ტიტულში არსებული მონაკვეთი, რომელიც ივერიის ეკლესიის მწყემსთავრს გიწოდებთ (იმ დროს, როდესაც ჩვენი ეკლესია ავტოკეფალურია და პატრიარქი ჰყავს) დიდ უხერხულობას ქმნის და მიგვაჩნია, რომ ის ამოღებულ უნდა იქნას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ახალი ისტორიული მოწმობები, რომლებიც აქარწყლებენ მითად ქცეულ ამბავს ანტიოქიის, როგორც საქართველოს დედა ეკლესიად სახელდებას. იმედი გვაქვს, ქრისტიანული თავმდაბლობით ყურად იღებთ ჩვენს სამართლიან შენიშვნებს და გამოასწორებთ ჩადენილს", — აღნიშნულია წერილში.
წერილის ხელომწერები არიან:
- დეკანოზი, ილია ჭიღლაძე;
- მღვდელი, მირიან მესხაძე;
- გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი;
- ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი;
- გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგი;
- ლაშა ჯიხვაშვილი, თეოლოგი;
- სანდრო ხაჯალია, თეოლოგი;
- ლადო წითლიძე, თეოლოგი;
- ზაზა გუბელაძე, თეოლოგი;
- გიგა ამირანაშვილი;
- ზვიად ცაბაძე, თეოლოგი;
- ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიკოსი, თეოლოგი;
- შოთა მათითაშვილი, ისტორიკოსი;
- ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი.
განცხადების თანახმად, ადრესატს წერილის ინგლისური ვერსია გაეგზავნება.
ხელმოწერების მიღება კი გრძელდება.
ბჟანიასა და ანტიოქიის პატრიარქის შეხვედრას საქართველოს საპატრიაქროს გამოეხმაურა და ფაქტს ნეგატიური და უცნაური უწოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანია სირიაში ყოფნისას ის დამასკოში ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ იოანეს შეხვდა. ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ბჟანია მოხსენიებულია, როგორც "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი".
რუსეთის მოკავშირე სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა, რომლის შემდეგ თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მაგრამ აფხაზეთს ყველა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის ანტიოქია, მიიჩნევს, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელით.
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი) ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
კომენტარები