თურმე ღორები უკანალითაც სუნთქავენ — ადამიანებსაც შეუძლიათ ეს?
თაგვებს, ვირთხებსა და ღორებს ერთი საიდუმლო სუპერძალა აერთიანებთ: მათ სუნთქვისთვის თავისი ნაწლავების გამოყენებაც შეუძლიათ. საიდან გაიგეს ეს მეცნიერებმა? — არც მეტი არც ნაკლები, მათ ეს ამ არსებების უკანალში ჟანგბადის ჩატუმბვის გზით აღმოაჩინეს.
გაინტერესებთ, საერთოდ საიდან მოაფიქრდათ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება? — მკვლევართა გუნდი ცდილობდა აღმოეჩინა პოტენციური ალტერნატივა მექანიკური ვენტილაციის პოტენციური ალტერნატივა — სამედიცინო სამკურნალო მეთოდის, რომლის დროსაც მოწყობილობის საშუალებით ექიმები ადამიანის ფილტვებში გარედან მილის საშუალებით ტუმბავენ ჰაერს. ამის შედეგად ისინი ფილტვებს ჟანგბადს აწვდიან და ორგანიზმიდან ნახშირორჟანგის გამოდევნას უწყობენ ხელს. თუმცა, ეს ტექნოლოგია ყოველთვის ხელმისაწვდომი არაა.
მაგალითად, New York Times-ის მიხედვით, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დასაწყისში, საავადმყოფოებში ამ მოწყობილობების დეფიციტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ორგანიზმის გარე მემბრანის ოქსიგენიზაციის (ECMO) ტექნიკა, რომლის დროსაც სისხლს სხეულიდან გარეთ ტუმბავენ და მას ჟანგბადით ამდიდრებენ, ეს პროცედურა გარკვეულ რისკებს შეიცავს, როგორებიცაა სისხლდენა და სისხლის თრომბის განვითარება. გარდა ამისა, Mayo Clinic-ის მიხედვით, იგი ვენტილატორებთან შედარებით ნაკლებხელმისაწვდომია.
სხვა გამოსავლის ძიებაში კვლევის ავტორები წყლის ცხოველებს — ჰოლოთურიებსა და მტკნარი წყლის თევზებს სახელად ლოუჩებს (Misgumus anguillicandatus) მიადგნენ, რომლებიც სუნთქვისთვის საკუთარ ნაწლავებს იყენებენ. თუმცა, გაურკვეველი იყო, ჰქონდათ თუ არა მსგავსი საოცარი უნარები ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებს. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას მეცნიერები 1950-იან და 60-იან წლებშიც ცდილობდნენ.
თავდაპირველად მეცნიერებმა თაგვების შესწავლა დაიწყეს. ნაწლავების ვენტილაციის გარეშე, დაბალი ჟანგბადის მქონე გარემოში მოთავსების შემდეგ, თაგვები მხოლოდ 11 წუთს გადარჩნენ. ხოლო მათ უკანალში 75% ჟანგბადის ინფუზიის შედეგად, ისინი 50 წუთს გადარჩნენ. შემდეგ გუნდი ეცადა, აირის ნაცვლად ჟანგბადით მდიდარი სითხის გამოყენებას თაგვებში, ვირთხებსა და ღორებში, რის შედეგადაც ასევე დამაიმედებელი შედეგები მიიღეს.
ამ აღმოჩენის შესახებ, 14 მაისს, ჟურნალ Med-ში გამოქვეყნებულ კვლევაში გუნდმა აღნიშნა, რომ დამატებითი გამოკველვების ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება ამ მიდგომის გამოყენება ადამიანებში.
იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი შეფასებებით ნაწლავური ვენტილაცია საბოლოოდ გახდება ფართოდ მიღებული პრაქტიკა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ ამ ახალ კველვას "ისტორიკოსები აღწერენ, როგორც მთავარ სამეცნიერო წვლილს", — წერს კვლევის კომენტარში ექიმი ქეილებ კელი, ექიმი-მეცნიერი იელის მედიცინის სკოლიდან.
კომენტარები