ევექსი ჰოსპიტლები ქსელის ფარგლებში ვაქცინაციის მხარდამჭერ მორიგ მასშტაბურ კამპანიას იწყებს
ევექსი ჰოსპიტლები აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და 1-ლი ივნისიდან მასშტაბურ კამპანიას აანონსებს.
კორპორაცია სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს ვაქცინაციის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქვეყანაში პანდემიის დამარცხებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია.
ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ევექსი ჰოსპიტლები ქსელის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 1-ლ სექტემბრამდე კოვიდ-19-ის ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი ბენეფიტებს შესთავაზებს:
- 500-ლარიანი ვაუჩერი სტაციონარულ მომსახურებაზე როგორც ყველა ვაქცინირებულ თანამშრომელს, ასევე - მათი ვაქცინირებული ოჯახის წევრებისთვის;
- ფარმადეპოს 150-ლარიანი ვაუჩერი ევექსი ჰოსპიტლების ქსელში დასაქმებული საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის;
- კამპანიის მეორე ეტაპზე ევექსი ჰოსპიტლები ქსელის მასშტაბით ყველა ვაქცინირებული მომხმარებლისთვის გეგმავს ბენეფიტების შეთავაზებას.
პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ევექსი ჰოსპიტლები ქსელის 18-ვე ცენტრს შორის ერთგვარ სამედიცინო გამოწვევასაც აანონსებს. "გახდი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება" არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ე.წ "მწვანე ჰოსპიტლად", ანუ უსაფრთხო სამედიცინო ცენტრად დასახელდება ის ჰოსპიტალი, სადაც პერსონალის 80% იქნება ვაქცინირებული.
იმ დაწესებულების პერსონალს, რომელიც 1-ლ სექტემბრამდე პირველი მიიღებს ყველაზე უსაფრთხო ჰოსპიტლის სტატუსს, შესაძლებლობა ექნება, დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს. კამპანია 1-ლ ივნისს ჩაეშვება.
ევექსი ჰოსპიტლები ასევე, აქტიურად განაგრძობს ქსელის მასშტაბით დასაქმებული პერსონალისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, სადაც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ინფექციონისტები და ქსელის წამყვანი სამედიცინო ექსპერტები ქვეყანაში შემოსულ ვაქცინებსა და ვაქცინაციის უპირატესობებზე ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოფენ.
კორპორაციის განცხადებით, გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი ქსელის მედპერსონალი ბოლო 1 წელია, ვირუსთან ბრძოლაში 1 121 კოვიდ-საწოლითაა ჩართული. ამ ბრძოლას 15 თანამშრომელი შეეწირა და საკმაოდ მძიმე, გამოწვევებით სავსე პერიოდად იქცა. სწორედ ასეთი სირთულეების შესამცირებლად კომპანია ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი და დადასტურებულად მოქმედი საშუალება მხოლოდ ვაქცინაციაა.
ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული სამედიცინო ცენტრები:
თბილისი
- კავკასიის მედიცინის ცენტრი. მის: ქავთარაძის ქ. #23;
- ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი. მის: ქინძმარაულის ქ. #1;
- კარაპს მედლაინი. მის: ლუბლიანას ქ. #48;
- მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. მის: ლუბლიანას ქ.13/6;
- ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. მის: ლუბლიანას #21;
- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი. მის: ლუბლიანას #21.
ქუთაისი
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. მის: ჯავახიშვილის ქ. #83ა;
- ონკოლოგიის ცენტრი. მის:ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. #85;
- ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი #2.
ბათუმი
- ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ბაგრატიონის ქ. #125;
- მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი მის:აეროპორტის გზატკეცილი, 64.
ქობულეთი
- ქობულეთის ჰოსპიტალი. მის: აბაშიძის ქ.18.
ზუგდიდი:
- ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: გამსახურდიას ქ. #206.
თელავი
- თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ვ. სეხნიაშვილის #1.
ახალციხე
- ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: რუსთაველის ქ. #105 ა;
- ახალქალაქის ჰოსპიტალი. მის: დ. აღმაშენებლის ქ.31.
ფოთი:
- ფოთის ჰოსპიტალი. მის:გურიის ქ. #171.
ხაშური
- ხაშურის ჰოსპიტალი. მის: შ.რუსთაველის ქ. #40.
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
კომენტარები