კიბო შუა საუკუნეებშიც ფართოდ იყო გავრცელებული — კვლევა
კიბო ძირითადად თანამედროვე ქიმიკატებთან ასოცირდება, თუმცა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ის კონკრეტული ელემენტების გაჩენამდეც ფართოდ იყო გავრცელებული.
კვლევის ფარგლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მეექვსე და მეთექვსმეტე საუკუნეებით დათარიღებული 143 ჩონჩხი შეისწავლეს.
კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შუა საუკუნეების ბრიტანეთში მოზრდილთა 9-დან 14 პროცენტს სიკვდილის დროს სიმსივნე ჰქონდა. ეს წინა კვლევებს 10-ჯერ აღემატება, რის შედეგადაც კიბოს მაჩვენებლები ერთ პროცენტზე ნაკლები იყო.
"აქამდე ითვლებოდა, რომ შუა საუკუნეებში დაავადებების ძირითადი მიზეზი დიზენტერია და ბუბონური ჭირი იყო, არასრულფასოვან კვებასთან და ბრძოლებში მიღებულ ტრავმებთან ერთად. ახლა კი, ჩვენ უნდა დავამატოთ კიბო, როგორც დაავადების ერთ-ერთი ძირითადი კლასი, რომელიც შუასაუკუნეების ადამიანს აწუხებდა." — თქვა კვლევის ავტორმა ჯენა დიტმარმა.
კიბოს წარსული
ბევრისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი არც იყოს, რადგან კიბოს ნიშნები ძველ ეგვიპტეშიც არის აღმოჩენილი. დამანგრეველი დაავადება დაფიქსირებულია ადამიანის მუმიებში და უძველეს ჩანაწერებში. ის 5000 წლით დათარიღებულ ჩანაწერებშიც კი გვხვდება.
თუმცა, თავად ფაქტი, რის მიხედვითაც კიბო შუა საუკუნეებში ასე ფართოდ იყო გავრცელებული, უცნაურია. მიუხედავად ამისა, კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ის არც თუ ისე იშვიათი მოვლენა იყო.
მკვლევრები მსგავსი კვლევების გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ, როგორც ჩანს, სულ მალე კიბოს წარსულზე მეტი გვეცოდინება.
კომენტარები