კლავს თუ არა მარიხუანა ტვინის უჯრედებს?
ფოტო: vitstudio / Shutterstock
როცა პირველად მოვისმინე სიტყვა მარიხუანა, პლანი, მოსაწევი და ზოგადად კანაბისის აღმნიშვნელი სიტყვები, მაშინვე გავიგე ისიც, რომ მარიხუანა თურმე ტვინის უჯრედებს კლავს, თან ისე, რომ რეგენერაციის შანსი საერთოდ აღარ არსებობს.
ეს მითი ქართული მეგონა, მამების და "ვზროსლების" გამოგონილი, იმისთვის, რომ თინეიჯერები და ახალგაზრდები მარიხუანის მოწევისგან დაეცვათ. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს მოსაზრება ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, ხოლო პასუხი ამ შეკითხვაზე არის მხოლოდ ერთი:
მართლაც არსებობს ხელშესახები მეცნიერული დასკვნა, რომელიც მარიხუანას მავნე ზეგავლენას მცირედად ადასტურებს. მაგალითად, ამ დასკვნის მიხედვით, მარიხუანა ტვინს მცირე ზიანს აყენებს, თუმცა აქვე წერია, რომ კანაბისს ასევე აქვს უნარი, დაიცვას ტვინი შემდგომი ზიანისა და ტრავმებისგან.
ალკოჰოლი, კანაფისგან განსხვავებით, ტვინის უჯრედებს აქტიურად და შეუქცევადად აზიანებს. მისი მიღებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს აცეტალდეჰიდსა და სხვა რეაქციულ ჟანგებს. აცეტალდეჰიდი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პირველი ჯგუფის კანცეროგენების სიაში შედის. სწორედ ამ ნივთიერების ბრალია ალკოჰოლის მიღების შედეგად ნაბახუსევი. საქმე ისაა, რომ ღვიძლს აქვს უნარი, გამოიმუშაოს ფერმენტები, რომლებიც ალკოჰოლს შლიან და ორგანიზმისთვის უსაფრთხოს ხდიან. ფრაზა: "ღვიძლი ვეღარ ერევა, რა, დედას გეფიცები, რა!" სიმართლესთან ახლოსაა. რა რაოდენობის ფერმენტი უნდა გამოიმუშაოს ღვიძლმა, რომ დიდი რაოდენობის ან ცუდი ხარისხის ალკოჰოლი გადაამუშაოს? ბევრი, ამიტომაც ის ხანდახან ვერ ერევა და მთელი ტოქსინები სხეულსა და ტვინში ნაწილდება.
ახლა რაც შეეხება მარიხუანას: მარიხუანაში შემავალი აქტიური ნივთიერებები, ფიტოკანაბინოიდები, ორგანიზმში კონკრეტულ რეცეპტორებთან შედიან კონტაქტში. ადამიანის ორგანიზმი თავადაც ქმნის კანაბინოიდებს - ენდოკანაბინოიდებს, რომლებიც ძილს, მადას, ხასიათს, მეხსიერებას და სხვა ფუნქციებს არეგულირებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი სხეული თავად "გამოიმუშავებს მოსაწევს".
არსებობს ორი ტიპის რეცეპტორი, CB1 რეცეპტორი და CB2 რეცეპტორი.
CB1 რეცეპტორები ტვინში, ცენტრალურ და პერიფერიულ ნეირონებშია განთავსებული, ხოლო CB2 რეცეპტორები იმუნური სისტემის უჯრედებში.
როცა CB1 რეცეპტორს დამატებით ვაწვდით კანაბინოიდს, უფრო კონკრეტულად კი THC-ს ანუ ტეტრაჰიდრაკანაბინოლს, ის გამოიმუშავებს:
- აცეტილქოლინს - ე.წ. ნეირონების ძრავას, რომელიც ხელს უწყობს კუნთების მუშაობას. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმი წყვეტს აცეტილქოლინის გამომუშავებას, ადამიანი პარალიზდება. ანუ - მარიხუანა სასარგებლოა მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ასევე არსებობს კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარიხუანას შეუძლია ალცჰაიმერის პრევენციაც.
- ნორადრენალინს - ნივთიერებას, რომელიც იწვევს აღგზნებას, გააქტიურებას, კონცენტრაციის მომატებასა და ა.შ. - სწორედ ამიტომაა THC-ის მაღალი შემცველობის მქონე მარიხუანა, ე.წ. სატივა ადამიანებს მოწევის შემდეგ ააქტიურებს. სატივას ტიპის მარიხუანას ხშირად იყენებენ დეპრესიის, ADHD-ს (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობა) და სხვა ტიპის აშლილობების დროს.
- დოპამინს - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანულ ნივთიერებას, რომელიც არეგულირებს უამრავ ფიზიოლოგიურ პროცესს ორგანიზმში. დოპამინის ნაკლებობა იწვევს პარკინსონის დაავადებას, ADHD-ს, ასაკთან დაკავშირებულ კანკალსა და ა.შ.
- სერატონინს - ნივთიერებას, რომელსაც "ბედნიერების ჰორმონს" უწოდებენ. ორგანიზმში სერატონინის სიმცირე იწვევს დეპრესიას, მღელვარებას და სხვა აშლილობებს. ამ ნივთიერების დამსახურებით, თქვენ ხართ ბედნიერები, უკეთ კონცენტრირებულნი, ნერვებიც წესრიგში გაქვთ და უკეთაც გძინავთ. სერატონინი აქტიურად გამოიყენება ანტიდეპრესანტებში.
და სხვა ჰორმონებსა და ნივთიერებებს.
მარტივად რომ ვთქვათ, CB1-ს გააქტიურებით თაობა არ დადებილდება, პირიქით.
რაც შეეხება CB2 რეცეპტორებს, ამ შემთხვევაში საქმე სხვა პროცესთან გვაქვს. ეს რეცეპტორები აქტიურ როლს ასრულებენ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმში შემავალი ანთებითი პროცესების ჩაქრობაში.
სწორედ ამიტომ გამოიყენება მარიხუანა, როგორც მენტალური აშლილობების, ასევე კიბოს სამკურნალოდაც.
მეტსაც გეტყვით:
ეს არის მაკეილა კომსტოკი.
ფოტო: Brave Mykayla
ამ სურათზე მას ლეიკემია აქვს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ეს ფოტო 4 წლის წინაა გადაღებული. ეს არის ის ფოტო, რომელსაც მორალისტების არმია ფეისბუქზე გადააშეარებს, კომენტარებში სამ გულს და "ამინ!"-ს დაუწერს და იმ საზიზღარი ძაღლის სტიკერს ჩაუსვამს. მერე გადავა სხვა ფოტოზე და მისი არსებობის შესახებ დაავიწყდება.
მაკეილაზე ქიმიოთერაპიას ეფექტი არ ჰქონია. როგორც მისი მშობლების მიერ შექმნილ საიტზე წერია, მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მკურნალობისთვის ალტერნატიული მეთოდიც შეეშველებინათ. სამედიცინო მარიხუანის მიღების ნებართვა მაკეილაზე განცხადების დაწერიდან 10 დღეში გასცეს.
"პირველი პოზიტივი, რაც დავინახეთ იყო ის, რომ მაკეილას მადა და კარგი ხასიათი დაუბრუნდა", - ვკითხულობთ საიტზე.
ასე გამოიყურება მაკეილა დღეს:
ფოტო: Brave Mykayla
ის უკვე 11 წლისაა და 4 წლის წინ საბოლოოდ დაამარცხა კიბო.
ეს კი სამი წლის ლენდონ რიდლია. აქ ის საავადმყოფოში წევს, ლეიკემიის დიაგნოზით.
ფოტო: Offer Hope For Landon
ის ქიმიოთერაპიასთან ერთად მარიხუანის თერაპიასაც გადიოდა. ლენდონი დღეს ექვსი წლისაა და ასე გამოიყურება.
ეს 10 წლის ბრენდონია კალიფორნიიდან. 2011 წელს მას ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს.
ამ ფოტოში ბრენდონის დედა გვამცნობს, რომ უკვე 2 წელიწადი გავიდა, რაც ბიჭს შეტევა აღარ ჰქონია. ეს ყველაფერი კი კანაფის ზეთის დამსახურებაა.
ცხადია, არსებობს კვლევები, რომლებიც მარიხუანას უკუჩვენებებზე საუბრობენ. მაგალითად, ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ შესაძლოა მარიხუანას ჰქონდეს ნერიოტოქსიკური ეფეტი, იგივე შედეგი აჩვენა 1980 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა მაიმუნებზე. თუმცა, მოგვიანებით, 1990 წელს ჩატარებული იმავე კლვევის შედეგები სრულიად განსხვავებული იყო.
საბოლოო ჯამში, სამეცნიერო წრე თანხმდება, რომ მარიხუანას ნორმალური და მცირე დოზები სასარგებლოა, ხოლო ქრონიკული და დიდი დოზებით მოხმარება - საზიანო. სხვათა შორის, საზამთროს, სტაფილოს, ვაშლის და ყველა ხილ-ბოსტნეულის დიდი დოზებით ჭამაც საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის კი არა, ზედმეტმა წყალმაც შეიძლება მოგკლათ.
მოკლედ, ნეიროტოქსიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მარიხუანა ტვინის უჯრედებს არ კლავს.
ასევე იხილეთ:
- რა არის კანაფი და რის გამო იჭერენ ადამიანებს?
- მასშტაბურმა კვლევებმა მარიხუანას სამედიცინო სარგებლიანობა დაადასტურა
- On.ge-ს გამოკითხვა: Facebook-ის 10 ათასამდე მომხმარებელი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მომხრეა
- ნარკოპოლიტიკა და მისი ლიბერალიზაცია
- ავსტრალიაში სამედიცინო მარიხუანის მოყვანა ლეგალური გახდა
- ტერორი, რომელსაც პომპონებიანი ნერდები, ბაბულიკები და პოლიციელები ერთად ვეწირებით
-
ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა





კომენტარები