პირველად შეძლეს გადახლართული ქუბიტების საკომუნიკაციო არხით გადაგზავნა
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, კვანტური კომპიუტერების განვითარების მხრივ, წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მათ გადახლართული ქუბიტი, საკომუნიკაციო კაბელის საშუალებით, ისე გაგზავნეს, რომ კვანტური ქსელის ერთი კვანძი, მეორე კვანძთან დააკავშირეს.
კვლევის საწყისი შედეგები, კვანტურ კომპიუტერებს კიდევ უფრო რეალურს ხდის. ეს შეიძლება კვანტური საკომუნიკაციო ქსელების საფუძველი იყოს.
კვანტური გამოთვლითი მიღწევა
ქუბიტები, იგივე კვანტური ბიტები, კვანტური ინფორმაციის ფუნდამენტური ერთეულია. მათი კვანტური თვისებების გამოყენებით, როგორიცაა სუპერპოზიცია და გადახლართულობა, მეცნიერები ახალი თაობის კვანტური კომპიუტერების შექმნაზე მუშაობენ. წარმატების შემთხვევაში, კვანტური კომპიუტერები, გამოთვლითი სამყაროს ახალ ეპოქას შექმნიან.
"მეთოდების შემუშავება, რომელიც გადახლართული მდგომარეობების გადაგზავნის საშუალებას გვაძლევს, კვანტური გამოთვლების მასშტაბირებისთვის აუცილებელია." — თქვა მკვლევარმა, პროფესორმა ენდრიუ კლელანდიმ.
კვანტური მდგომარეობები, რომლებიც ფოტონის სახით გადადის
საკომუნიკაციო კაბელის საშუალებით გადახლართული მდგომარეობების გადასაცემად, ეს იყო 1 მეტრის სიგრძის სუპერგამტარი კაბელი, მკვლევარებმა შექმნეს ექსპერიმენტული გარემო, სადაც თითოეულ ორ კვანძს, სამი ზეგამტარი ქუბიტი ჰქონდა. შედეგად, კვანტური მდგომარეობის ფოტონის სახით გაგზავნა შეძლეს და ეს ყველაფერი ინფორმაციის მინიმალური დანაკარგებით.
კვანტური კომპიუტერების რევოლუცია იწყება
მომავალში, მეცნიერები და სავარაუდოდ კომერციული სუბიექტებიც, შექმნიან კვანტურ კომპიუტერებს მოდელებიდან, სადაც გადახლართული ქუბიტები უკიდურესად რთულ გამოთვლებს განახორციელებენ.
"კვანტურ კომპიუტერებს ერთმანეთისთვის ინფორმაციის გადაგზავნა დასჭირდებათ, ამ მხრივ ჩვენი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ სუპერგამტარ ქუბიტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ." — ამბობენ მკვლევრები.
კვანტურ კომპიუტერებს ჩვენი ცხოვრების გარდაქმნის პოტენციალი აქვთ და ის თუ როგორ გაცვლიან ისინი ერთმანეთში ინფორმაციას, ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები