ეს არის ძალიან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც დასავლეთში შოკი გამოიწვია — კორტნი მელიას დაკავებაზე
ფოტო: 1tv.ge
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ დასავლეთში შოკი გამოიწვია. ამის შესახებ კორტნიმ ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მელიას დაკავება ერთ-ერთია იმ იმედგაცრუებებს შორის, რომელიც ჰქონდა დასავლეთს, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"დასავლეთში ბოლო დროს რამდენიმე საკითხზე იყო იმედგაცრუება საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა არჩევნები, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ასევე, ოპოზიციის უარი, დაეკავებინა ადგილი პარლამენტში. დღეს კი განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოიწვია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ. ეს არის ძალიან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც დასავლეთში შოკი გამოიწვია", — განაცხადა კორტნიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, კორტნი პირდაპირ პასუხობს — მელის გათავისუფლება და ოპოზიციის შესვლა პარლამენტში.
"პირველი, მელია უნდა გათავისუფლდეს. მეორე, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს საკუთარი ადგილი პარლამენტში. შესაძლოა საკმაოდ რთულია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ერთობლივი მუშაობა ახალი იდეების შესამუშავებლად. დემოკრატიის ქვეყნებში გამოჩენილი მოქალაქეები ერთად სხდებიან და გამოდიან კონკრეტული იდეებით. ვფიქრობ, ახლა საქართველოში სწორედ ამის დროა", — ამბობს ყოფილი ელჩი.
რაც შეეხება ზოგად შეფასებას საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, უილიამ კორტნი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანები ერთიანდებოდნენ არა პიროვნებების, არამედ იდეების გარშემო.
"ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვნია, შეძლებისდაგვარად გასცდეს პერსონალიებს, ივანიშვილისა და სააკაშვილის ჩათვლით. პოლიტიკური პარტიები უნდა განვითარდეს და ეფუძნებოდეს ინტერესებს. ის შეიძლება იყოს კონსერვატიული, ლიბერალური, პროდასავლური, პრორუსული და ა.შ. მაგრამ, იდეებმა უნდა მოახდინოს მისი საფუძვლის ფორმირება", — განაცხადა მან.
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარება არ იქნება სწორი.
"სანქციებს იყენებენ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან სასტიკ ქმედებებში. მაგალითად, ირანის, ან რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ასპექტით. შეერთებული შტატები არ იყენებს სანქციებს მეგობრების წინააღმდეგ. საქართველო ჯერ კიდევ შეერთებული შტატების ახლო მეგობარია. ამერიკაშიც და ზოგადად, დასავლეთში, დარწმუნებულები არიან, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია, უფრო განვითარდება და ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიის გზას. სანქციების დაწესება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი", — ამბობს ის.
უილიამ კორტნი იყო აშშ-ს ელჩი საქართველოში 1995-1997 წლებში.
გაიგეთ მეტი:
- მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა — PACE-ს თანამომხსენებლები
- პროვოკაციის პასუხად შტაბის დარბევა და მელიას დაკავება კრიზისიდან გამოსავალი არაა — კალიურანდი და მიქსერი
- პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება — ფინეთის საგარეო უწყება
- აშშ შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
- საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა, შესაძლოა, შესუსტდეს — აშშ-ის ყოფილი ელჩი
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
კომენტარები