ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მომხდარი საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჰელსინკის კომისიის ლიდერების, სენატორ როჯერ უიკერის, სენატორ ბენ კარდინის, კონგრესმენ ელსი ჰეისტინგსისა და ჯო უილსონის განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.
"როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული", — ამბობენ ისინი.
"მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად", — აცხადებენ კომისიის წამყვანი კანონმდებლები.
ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით.
ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.
- ენმ-ს ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს — აპატურაი
- დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და უკან სვლაზე უარის თქმისკენ — რასმუსენი
- ლუკ კოფი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩართვას ითხოვს
- უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია, კრემლი აკვირდება — ჰოჯესი მელიას დაკავებაზე
- ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივი შტურმის მიტანას
- ნავალნის დაკავება იყო პირველი ტესტი, მიანმარი მეორე, საქართველო მესამეა, ბაიდენს შეუძლია გავლენის მოხდენა — მაკფოლი
- ძალიან სევდიანი დღე საქართველოში — იან კელი ენმ-ს ოფისში სპეცოპერაციაზე
- საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ — ლიეტუვის ელჩი
- დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს — პავილიონისი მელიას დაკავებაზე
- უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში — კარლ ბილდტი
- ეროვნული შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს — გერმანელი პარლამენტარი
23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
კომენტარები