მსოფლიოში უძველესი დნმ გაშიფრეს
მეცნიერებმა უძველესი დნმ-ის თანმიმდევრობა აღადგინეს. საუბარია მამონტის გენომზე, რომელიც მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ეს მამონტის კბილისგან მოხდა, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირის მუდმივი ყინვისგან იყო შემონახული.
მკვლევრების ჯგუფმა, დნმ, 1970 წელს აღმოჩენილი სამი მამონტის მოლარებიდან მოიპოვეს. კვლევაში ნათქვამია, რომ უძველესი გენომები 1,3 დან, 1,65 მილიონი წლის პერიოდით თარიღდება.
ამ აღმოჩენამდე, ყველაზე ძველი დნმ-ის ნიმუში ცხენს ეკუთვნოდა, რომელიც დაახლოებით 700 000 წლის წინ ცხოვრობდა.
"ეს ნიმუშები უძველესია. ისინი ვიკინგების ნაშთებთან შედარებით ათასჯერ უფრო ძველია. მეტიც, ის ჰომოსაპიენსამდე და ნეანდერტალელებამდეც არსებობდა." — ამბობს ლოვ დალენი, ევოლუციური გენეტიკის პროფესორი.
დნმ-მა გამოავლინა მამონტის ახალი სახეობა, რომელიც ციმბირის მამონტის ადრე ცნობილ სახეობას დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ დაშორდა. მკვლევარების აზრით, ამ ახლად აღმოჩენილმა სახეობამ, მოგვიანებით ჩრდილოეთ ამერიკის მამონტის სახეობები წარმოშვა.
"ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო! აქამდე ყველა კვლევა ამბობდა, რომ ციმბირში, იმ პერიოდში, მამონტის მხოლოდ ერთი სახეობა, სახელწოდებით სტეპის მამონტი, იყო." — თქვა კვლევის თანაავტორმა ტომ ვან დერ ვალკიმ.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მუდმივმა ყინვამ გენომის შენარჩუნებას ხელი შეუწყო, თუმცა ის ნაწილობრივ თავიდან "ასაწყობი" იყო და ეს ასაწყობ ფაზლს შეადარეს, რომელიც მილიარდობით ნაწილისგან შედგება.
ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ დნმ-ის თანმიმდევრობის აღდგენა, სხვა მილიონი წლის წინდელი სახეობებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ასეთი შესაძლებლობები კი, მეცნიერებს ევოლუციური პროცესების შესწავლაში ძალიან გამოადგებათ.
ამან გააჩინა შეკითხვა, შესაძლებელია მსგავსად, უძველესი ადამიანების ნაშთების აღმოჩენა?
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა, შესაძლებელია.
მკვლევრებმა ასევე ლიმიტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ლიმიტი, 2,6 მილიონი წელია.
"სავარაუდოდ 2,6 მილიონი წელია ის ლიმიტი, რასაც ვერ გადავაბიჯებთ. მიზეზი კი იმაშია, რომ მანამდე უბრალოდ ძალიან ცხელოდა." — თქვა დალენმა.
კომენტარები