Wall Street-ზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაა და მას ხშირად მსოფლიო კაპიტალიზმის გულადაც მოიხსენიებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც ასახავს. აქ მილიარდობით დოლარის, უდიდესი კომპანიების და მილიონობით ადამიანის ბედი წყდება.

ერთი შეხედვით ამ ყველაფერს უდიდესი კორპორაციები და "დიდი ბიჭები" წყვეტენ. ისინი პროგნოზირებენ იმას თუ რომელი კომპანიის აქციები ფასი დაეცემა და რომლის აიწვევს.

სწორედ ასეთი პროგნოზით, კომპანია GameStop-ის აქციების ფასი რადიკალურად უნდა დავარდნილიყო. კომპანია ვიდეოთამაშებს ფიზიკურად ყიდის, ბოლო დროს კი ადამიანები თამაშების საყიდლად მაღაზიებში იშვიათად დადიან.

ყველა ლოგიკის მიხედვით უდიდესმა მოთამაშეებმა მილიონობით დოლარი GameStop-ის აქციების გაუფასურებაზე დადეს. თუმცა, სოციალური ქსელის Reddit-ის რიგითმა მომხმარებლებმა ეს შენიშნეს და GameStop-ის აქციების შესყიდვა დაიწყეს. მალე მოძრაობას მილიონობით ადამიანი შეუერთდა, რამაც გაკოტრების პირას მისული კომპანიის აქციები კოლოსალურად გაზარდა.

GameStop-ის ღირებულება, 200 მილიონი დოლარიდან, 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მან ვინც GameStop-ის აქციებში 50 ათასი დოლარი ჩადო, 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ხოლო უდიდესმა მოთამაშეებმა ამით ათობით მილიარდი დოლარის დანაკარგი განიცადეს.

მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ახლა სხვა კომპანიების აქციების ფასის ხელოვნურად გაზრდას გეგმავენ.

ჩნდება კითხვა: ეს ფინანსური რევოლუციაა?

ფაქტია, ნამდვილი საფონდო ტახტის თამაშების მომსწრენი გავხდით. რა იქნება შემდეგი, არის ეს ფინანსური სამყაროს რევოლუცია, ანაქრქია თუ უბრალოდ დროებითი მოვლენა, ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით.

ამაში კი ჩვენი სტუმარი, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts