ერთ-ერთ ქართულ საიტზე მომხმარებელი "სასაჩუქრე" შეღებილ ბაჭიებს ყიდის. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ფასი 30 ლარია.

როგორც სურათებიდან ჩანს, ბაჭიებს სხვადასხვაფრად ღებავენ. სურათებში იხილავთ ვარდისფერ, ცისფერ და სტაფილოსფერ ცხოველებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ განცხადება მოთავსებულია კატეგორიაში: სათამაშოები > თოჯინები და აქსესუარები.