2020 წლის 22 ივლისს, ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე სამეულისგან შემდგარი კოსმოსური ხომალდეი გაგზავნა. მისია, რომელსაც Tianwen-1 ეწოდება, შედგება მარსის ორბიტერისგან, დამშვებისა და როვერისგან, რომლებიც მარსის ატმოსფეროში შესვლიდან 2-3 თვე მასში იტრიალებენ და პლანეტის ზედაპირს, სავარაუდოდ, მაისში მიაღწევენ. დღეს, 10 თებერვალს გახდება ცნობილი, რამდენად წარმატებით შევიდა Tianwen-1 მარსის ატმოსფეროში.

დიდი მოლოდინის მიუხედავად, 2020 წელს, მისიის გაშვება პირდაპირი ეთერით არ გაუშუქებიათ.

"მათი სიჩუმე ცოტა იმედებს გვიცრუებს. ჩვენ Chang'e-4 მისიის გაშვებაც კი არ გადაგვიღია და მის შესახებაც არ გვქონდა ინფორმაცია იქამდე, სანამ მისი წარმატებით დაშვება არ დადასტურდა", — ამბობს ენდრიუ ჯონსი, ჟურნალისტი, რომელიც ჩინეთის კოსმოსურ პროგრამას SpaceNews.com-ისთვის აშუქებს.

მიუხედავად ინფორმაციის სიმცირისა, Tianwen-1-ის მისია მაინც გახმაურებული ამბავია. დღეს, თბილისის დროით უცნობია როდის, ხომალდი მარსს მიაღწევს, გარკვეულ დროს პლანეტის გარშემო მოძრაობაში გაატარებს და სავარაუდოდ, მაისში წითელ პლანეტაზე დამშვებსა და როვერს განათავსებს. თუ ეს მისია წარმატებული გამოდგა, ჩინეთი მეექვსე სახელმწიფო იქნება, რომლის ხომალდიც მარსამდე წარმატებით მიაღწევს. მას სულ ერთი დღით დაასწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდმა Hope, რომელიც მარსის ორბიტაზე განთავსდა. მანამდე, მარსის მისიები აშშ-ის, საბჭოთა კავშირს, ინდოეთსა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოებს ჰქონდათ.

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს, უკვე კარგად მოეხსენებათ, რომ საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ რობოტი მკვლევრების დახოცვა. ამაში მარსის ატმოსფერო მნიშვნელოვნად მონაწილეობდა. მათი მისიების 50%, რომელიც აქამდე წითელ პლანეტაზე გაუშვეს, წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, დანარჩენი 50% წარმატებული იყო.

ჩინეთი იმედოვნებს, რომ Tianwen-1 მისია, როვერის საშუალებით, რომელიც პლანეტის ზედაპირს მაღალი მეცნიერული ინტერესით შეისწავლის, პლანეტაზე მნიშვნელოვან და მრავლისმომცველ კვლევას ჩაატარებს.

Tianwen-1 კაფსულის, პარაშუტისა და რაკეტის კომბინაციის საშუალებით დაეშვება პლანეტაზე. მისი გრძელ ანძა ნავიგაციისა და ფოტოების გადასაღებადაა განკუთვნილი (პირველი ფოტო მან გუშინ, 9 თებერვალს გამოგზავნა), დანარჩენ ხუთ ინსტრუმენტს კი იგი მარსის ზედაპირის დასახასიათებლად, ნიადაგის შემადგენლობის შესასწავლად და წყლისა და ყინულის მოძიებისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება ორბიტერს, იგი შვიდი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. ეს უკანასკნელი პლანეტას ორბიტიდან დააკვირდება და მის ატმოსფეროსა და კლიმატს შეისწავლის. მისიის მიზანს წარმოადგენს ასევე მარსის ელექტრომაგნიტური ველების შესწავლა და პლანეტის გეოლოგიური რუკის შედგენა.

როგორც იცით, ჩინეთის Tianwen-1-ის გარდა, 2021 წელს მარსზე არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და NASA-ს ხომალდებიც განთავსდება. უკვე შვიდი თვეა, რაც სამივე მათგანი წითელი პლანეტისკენ მიემართება. ახლა ისინი მოგზაურობის ფინალურ ეტაპზე არიან, თებერვლის ბოლოს კი მარსი ახალ რობოტებს უმასპინძლებს როგორც ორბიტაზე, ასევე საკუთარ ზედაპირზე.

ასევე იხილეთ: ჩინურმა ხომალდმა მარსის ფოტო პირველად გამოგზავნა — Tianwen 1 პლანეტის ატმოსფეროში 10 თებერვალს შევა