19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 იანვარს ბრალდებულმა ძმას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა.

დაკავებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.