როგორ ეხმარება EU ქართველ შშმ პირებს COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ფიფლ ინ ნიდთან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის, სახელად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში, მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა.
საქართველოში, მაღალმთიან და სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი, უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, გართულდა გადაადგილება.
პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან.
პროექტი აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან იმუშავებს და მათ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და სერვისებს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების ხელშეწყობა.
მობილური ჯგუფების სერვისი 2021 წლის 11 იანვარს დაიწყება და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, ანა ციცაგს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა

კომენტარები