ზოგს პარაზიტული წურბელა შინაურ ცხოველად ჰყავს და საკუთარ სისხლს აწოვებს
სიტყვა "წურბელას" გაგონებისას, ბევრს შიშის ან ზიზღის შეგრძნება უჩნდება. ეს, ნაწილობრივ, მათი გარეგნობითაა განპირობებული. სლიპინა კანის მქონე დიდი სლიპინა მატლი, რომელსაც თვალები არ უჩანს და პირის მაგივრად მრგვალი ლორწოვანი სიღრუე აქვს, რომელიც ცხოველებს სხეულზე მჭიდროდ ეკრობა და სისხლს წოვს, ცხოველის მიმზიდველი დახასიათება არაა. მეორე მხრივ, ბევრს წურბელების ცხოვრებაზე და მათ გასაოცარ ქცევაზე ინფორმაცია არ აქვს.
წურბელელის 600-ზე მეტი სახეობა არსებობს. მათი უმეტესობა სისხლისმწოველია, თუმცა ზოგი, მაგალითად Pharyngodbellida მტაცებელია და პატარა უხერხემლოებს მიირთმევს.
ამ სლიპინა ცხოველებს თვალების მაგივრად, რვა წყვილი "მარტივი თვალი" აქვთ, რომლითაც პოტენციური საკვების ჩრდილის მოძრაობას აფიქსირებენ და მსხვერპლს ამგვარად პოულობენ. მათ ერთი "მთლიანი" ტვინი არ აქვთ, როგორც, მაგალითად, ადამიანებს, თუმცა არც უტვინოები არიან. პირიქით, მათი ტვინი სხეულის 32 სხვადასხვა სეგმენტშია გადანაწილებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ცხოველები ჰერმაფროდიტები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მამრობითი ორგანოებიც აქვთ და მდედრობითიც, რაც ხელსაყრელია, რადგან პარტნიორი წყვილები სქესს თავისით ირჩევენ. ესეც რომ არა, ალბათ, ორ წურბელას ერთმანეთი მართლაც "კარგი პიროვნულობის" გამო უყვარდება და არა გარეგნობის გამო.
პარაზიტმა წურბელამ თუ შენიშნა თქვენი სხეულის ტემპერატურა და ნახშირორჟანგი თქვენ ამოსუნთქულ ჰაერში, ის თქვენკენ დაიძრება. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ყველას უნდა, რომ მათი ტვინი 32 ნაწილად იყოს გაყოფილი, წურბელის ყველაზე შესაშური თვისება მაინც მისი გადაადგილებაა. გველისგან განსხვავებით, ის გადაადგილებისთვის რთულ ჩონჩხს და კუნთოვან სისტემას არ იყენებს, მოძრაობისთვის მას მხოლოდ ორი "საწოვარი" სჭირდება — ერთი, რომელიც მისი ანუსის ფუნქციას ასრულებს და მეორე, რომელიც პირის ფუნქციას ასრულებს.
როცა ასეთი წურბელა მოგაგნებთ, ის თავის მრავალშრიან "პირს" კანზე დაგარჭობთ და დაკბილული ყბების წყებით ჩაგეჭიდებათ, თან ანესთეტიკს გამოყოფს, რის გამოც, წურბელის კბენა დიდად მტკივნეული არაა და თან სპეციალურ სითხეს, რომელიც სისხლის შედედებას უშლის ხელს.
ზოგ ადამიანი თანახმაა, რომ ამ სისხლისმწოველ არსებას თავისი სხეული შესთავაზოს. წურბელები თავიანთ წონას კარგად აკონტროლებენ, რადგან წურბელას კვება საშუალოდ 3-6 თვეში ერთხელ სჭირდება. უშუალოდ, სისხლის წოვის პროცესი, როგორც ამას მეწურბელეები აღწერენ, პრაქტიკულად შეუმჩნეველიც კია, ანუ ადამიანი ვერაფერს გრძნობს, გარდა იმისა, რომ ლორწოვანი მასა აქვს მიკრული.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანებს პარაზიტ წურბელებთან დიდ ხნიანი მეგობრობა აკავშირებთ. დაახლოებით 3 000 წელია, წურბელები სამკურნალოდ გამოიყენება. ვიქტორიანულ ეპოქაში წურბელებით პრაქტიკულად ყველაფერს "მკურნალობდნენ", ნიმფომანიით დაწყებული, თავის ტკივილებით დამთავრებული.
ამჟამად, წურბელებს ძირითადად ოპერაციის მერე იყენებენ. თუ ვინმეს, მაგალითად, თითი მიაკერეს, შემდგომ ნაიარევზე წურბელებს ასვამენ, ისინი კი შედედებულ სისხლის წოვენ, რაც სისხლის მიმოქცევას აადვილებს. თუმცა, თუ გადაწყვეტთ, რომ ასეთი წურბელა შინაურ ცხოველად გყავდეთ, ლოგიკურია, რომ ჯობია ლაბორატორიაში, სუფთა გარემოში გაზრდილი წურბელა შეიძინოთ, რომელსაც თუ საკუთარ სისხლს მისცემთ, რამე ინფექციურ დაავადებას არ გადმოგდებთ. გარდა ამისა, ზედმიწევნით უნდა იცოდეთ მისი "გამოყენების წესები".
კომენტარები