ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ იმის თაობაზე სურს თუ არა ტიკარაძის მინისტრთა კაბინეტში ხილვა.

"დაველოდოთ პრემიერის გადაწყვეტილებას. ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია და მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას, არა სურვილებს, არამედ მის გადაწყვეტილებას", — განაცხადა ტიკარაძემ.

16 დეკემბერს ტიკარაძემ, ასევე, განაცხადა, რომ გუნდში არის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია, რომ საქართველოს "ცუდი" ჯანდაცვის მინისტრი ჰყავდეს. მანვე განმარტა, რომ შესაძლოა ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე არ იყვნენ, თუმცა მათ საკმაოდ "დიდი ბიზნესინტერესები" აქვთ.