გამოგონება — გენმოდიფიცირებული პომიდორი, რომელიც პარკინსონის წამალ L-DOPA-ს შეიცავს
მკვლევრებმა გამოიყვანეს პომიდორი, რომელიც პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატს, L-DOPA-ს შეიცავს. ამ ინოვაციურმა მიდგომამ, შესაძლოა, უამრავი აუცილებელი წამალი ხელმისაწვდომი გახადოს.
ბევრ განვითარებად ქვეყანაში, სამკურნალო პრეპარატებზე წვდომა შეზღუდულია. შესაბამისად, ამ პრეპარატების საკვების სახით წარმოება ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთანავე, ქიმიურად სინთზიურებული L-DOPA პაციენტებში, ხშირად, ისეთ გვერდით ეფექტებს იწვევს, როგორიცაა გულისრევა. პომიდორის ამგვარი გამოყენებით კი ეს უსიამოვნო გვერდითი ეფექტი შეიძლება ავიცილოთ.
ჯონ ინესის ცენტრის მკვლევრებმა პომიდორის მცენარის მოდიფიცირება ჭარხლის გენით შეძლეს, რომელიც L-DOPA-ს ასინთეზირებს, უშუალოდ ჭარხალში, ის პიგმენტაციაზეა პასუხისმგებელი.
გენმოდიფიცირების შემდეგ, მკვლევრების გამოყვანილი პომიდორის 1 კილოგრამი, დაახლოებით, 150 მგ L-DOPA-ს შეიცავს. თუმცა, უბრალოდ პომიდორის ჭამით საჭირო L-DOPA-ს ვერ მიიღებთ.
შემდეგი მიზანია L-DOPA-იანი პომიდორების წარმოება, საიდანაც ამ პრეპარატის აღება და ფარმაცევტულ პროდუქტად გარდაქმნა იქნება შესაძლებელი.
კომენტარები