ჩინელი მეცნიერების თქმით, მათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კვანტური კომპიუტერი შექმნეს
ჩინელმა მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი, რომელიც მინიმუმ ერთ დავალებას 100 ტრილიონჯერ უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სუპერკომპიუტერს შეუძლია.
ჩვენ გვახსოვს, რომ 2019 წელს Google-ის განცხადებით, მათ შექმნეს პირველი მანქანა, რომელმაც "კვანტურ უზენაესობას" მიაღწია. ამის ფონზე, ჩინელი მეცნირების ინფორმაციით, მათ მიერ შექმნილი კვანტური კომპიუტერი, სახელად Jiuzhang, 10 მილიარდჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Google–ის.
ჩინური კვანტური კომპიუტერის, Jiuzhang-ის აღწერა და მისი გამოთვლების შედეგები, დეკემბერში, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო კვანტურ გამოთვლებში. ში ჯინპინის მთავრობამ 10 მილიარდი დოლარი დახარჯა კვანტური ინფორმაციის დამუშავებაზე.
Live Science-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი მსოფლიო ლიდერია კვანტური ქსელების წარმოებით, სადაც კვანტური მექანიკის გამოყენებით დაშიფრული მონაცემები დიდ მანძილზე გადაიცემა.
რატომ არის კვანტური კომპიუტერები ასე მნიშვნელოვანი? მათ შეუძლიათ გამოიყენონ კვანტური სამყაროს უჩვეულო რეალობა, რათა გარკვეულ დავალებებს ბევრად უკეთ გაართვან თავი, ვიდრე ეს კლასიკურ კომპიუტერებს გამოსდით.
იქ, სადაც კლასიკური კომპიუტერები ასრულებენ გაანგარიშებებს ბიტების გამოყენებით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ორიდან ერთი მდგომარეობა (როგორც წესი წარმოდგენილია 1-ით ან 0-ით), კვანტური ბიტი ან კუბიტი შეიძლება არსებობდეს ერთდროულად ბევრ მდგომარეობაში. სწორედ ეს აძლევს კვანტურ კომპიუტერს გადამწყვეტ უპირატესობას და საშუალებას, უფრო სწრაფად გადაწყვიტოს ესა თუ ის პრობლემა.
ჩინელების მიერ შექმნილი კომპიუტერი თავის გამოთვლებს ოპტიკური სქემების გამოყენებით ახდენს, როდესაც Google-ის მოწყობილობა, Sycamore, იყენებს სუპერგამტარ მასალებს ჩიპზე და უფრო წააგავს კლასიკური კომპიუტერების ძირითად სტრუქტურას.
Jiuzhang-ის შესამოწმებლად, მკვლევარებმა მას "გაუსის ბოზონის შერჩევის" (GBS) დავალება მიანიჭეს, სადაც კომპიუტერი გამოთვლის სინათლის მიერ გამოყენებულ კომპლექსური წრის გამომუშავებას. (სინათლე შედგება ფოტონის სახელით ცნობილი ნაწილაკებისგან, რომლებიც მიეკუთვნებიან ბოზონების სახელით ცნობილი ნაწილაკების კატეგორიას)
წარმატება იზომება გამოვლენილი ფოტონების რაოდენობის მიხედვით. Jiuzhang-მა ერთ ტესტში მაქსიმუმ 76 ფოტონი დააფიქსირა, ხოლო რამდენიმე ტესტში საშუალოდ 43.
თითოეული ექსპერიმენტული გამოთვლის დრო იყო დაახლოებით 200 წამი. ამის ფონზე, ჩინეთის კლასიკურ უსწრაფეს სუპერკოპიუტერს, Taihulight-ს 2,5 მილიარდი წელი დასჭირდებოდა ამავე შედეგის მისაღწევად.
ეს მიანიშნებს, რომ კვანტურ კომპიუტერს 100 ტრილიონჯერ უფრო სწრაფი შეუძლია იყოს, ვიდრე ეს კლასიკური სუპერკომპიუტერია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთს სრულად პრაქტიკული კვანტური კომპიუტერი აქვს. ახალი მოწყობილობა სპეციალიზირებულია და ძირითადად სასარგებლოა "გაუსის ბოზონის შერჩევის" (GBS) შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია კვანტური კომპიუტერებისთვის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები