ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია ამ სიტუაციაში — გაბუნია კლინიკებში მოხვედრაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
"ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია, მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში", — ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას, თუ რატომ ხვდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში ნაცნობობის გზით. საწოლფონდის მართვის გართულებას ის კლინიკებში თვითდინებით მისულ პაციენტებს უკავშირებს.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 112-ს ჰყავს მომლოდინე პაციენტების სია და შეუძლია განსაზღვროს, ვინ არის მძიმედ და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. მისივე თქმით, პაციენტები კლინიკებში თავისით, თვითდინებითაც მიდიან და ეს ვიღაც მხრიდან ზეგავლენას, ნაცნობობას არ უკავშირდება.
"პაციენტები მიდიან კლინიკებში და ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როცა პაციენტი მოდის და თვლის, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავენ, აუცილებლად შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ თუ არის დამძიმებული და ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას. ხშირია, როცა თვითდინებით მისული პაციენტი, მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს ის თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ეს არის სურათი. ყველასთან არის თხოვნა, თვითდინებითა და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა", — განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ასპროცენტიანი გადაზღვევა რთულია, რადგან კლინიკა მასთან მისულ პაციენტს უარს ვერ ეტყვის:
"ის, რაც ვერ რეგულირდება, არის დაახლოებით 20-25 პროცენტი. დანარჩენი მაინც მოდის 112-დან. ეს 20-25 პროცენტიც რომ გადავიყვანოთ 112-ში, ბევრად უფრო მარტივი იქნება საწოლფონდების მართვა შეფერხებების გარეშე", — განაცხადა გაბუანიამ.
რამდენიმე დღის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საავადმყოფოებში ადამიანები ნაცნობობით ან ცნობადობით ხვდებოდნენ. მისივე თქმით, ასეთი ერთეული შემთხვევა იქნება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები