Saleforce-მა ყველასთვის ცნობილი Slack 27.7 მილიარდ დოლარად იყიდა
ღრუბლოვანი გიგანტი სახელად Salesforce ყიდულობს სამუშაო სივრცე Slack-ს. კომპანიამ სიახლის შესახებ სამშაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არა მარტო ყველაზე ძვირი შენაძენი იქნება Salesforce-ისთვის, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეძენილი კომპანია ბიზნეს პროგრამების ისტორიაში. კომპანიამ აქვე აღნიშნა, რომ მათ Slack-ში $27.7 მილიარდი დოლარი გადაიხადეს.
"Salesforce-მა დაიწყო ღრუბლოვანი რევოლუცია და ორი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ კვლავ თამამად ვხვდებით ყველა შესაძლებლობას, რომელიც გვთავაზობს სრულ გაციფრულებას სამუშაო სივრცეში. ერთად მუშაობა კი ძალიან სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, რომ ამ ორი კომპანიის გაერთიანება, ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული ნაბიჯია პროგრამათა ისტორიაში", — თქვა Slack-ის CEO-მ, სტიუარტ ბათერფილდმა.
"სტიუარტმა და მისმა გუნდმა შექმნეს ყველასთვის საყვარელი პლატფორმა მთელ პროგრამათა ისტორიაში, შეუდარებელი ეკოსისტემით. Salesforce და Slack კი ერთობლივი ძალებით შეცვლის მომავალს და გარდასახავს სამუშაო სისტემას, აქცევს მას სრულიად ციფრულ გამოცდილებად, რაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის საშუალებას მოგცემთ. აღტაცებით მივესალმები Slack-ს ჩვენს კომპანიაში, როგორც კი ტრანზაქცია დასრულდება", — აცხადებს Salesforce CEO მარკ ბენიოფი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Slack-ს, დღესდღეობით, უკვე სერიოზული კონკურენციის გაწევა უწევდა ისეთ დიდ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Microsoft, Facebook და ა.შ. ამ ტექნოლოგიურ გიგანტებს საკუთარი პლატფორმები აქვთ და Slack-ს მაქსიმალურად უკან ხევენ. ეს ყველაფერი კი საბაზრო ფასზეც აისახა. Slack-მა საბაზრო ღირებულების ნახევარი სწორედაც რომ წინა წლიდან, 2019 წლის აპრილიდან დაკარგა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აღუდგენია, მათ შორის COVID-19-ის დროსაც კი, როდესაც ყველა დისტანციურად მუშაობს, მაინც ვერ შესძლეს Slack-ის "ფეხზე წამოყენება".
Salesforce ასევე არის Microsoft-ის ერთ-ერთი დიდი კონკურენტი, თუმცა არა ფიზიკურ პროდუქტში, არამედ ღრუბლოვან თვლებში (Cloud Computing). მისი საბაზრო ღირებულება $220 მილიარდ დოლარს შეადგენს. ახლა კი, Salesforce-ისა და Slack-ის გაერთიანება ერთი, უფრო ძლიერი კომპანიის არსებობას მოასწავებს, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა Microsoft, Oracle და სხვა.
კომენტარები