სააპელაციო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების საჩივრები არ დააკმაყოფილა
ფოტო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების საჩივრები, რომელიც შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. როგორც ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "წინასწარ" განჭვრიტა, რას იზამდა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები.
"სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენთან, პოლიტიკურ მითითებებს ემორჩილებიან. დავის ასე დასრულება ევროპული საქართველოსთვის სიურპრიზი არ ყოფილა, ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა გავიარეთ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში მივმართავთ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს, ბოიკოტით დაწყებული, მშვიდობიანი ქუჩის აქციებით გაგრძელებული. ეს არის გზა, რომლის გარდა ივანიშვილმა სხვა არ დატოვა", — განაცხადა კახიძემ.
რაც შეეხება, ლეიბორისტული პარტიის ადვოკატის, მარი ცუცქირიძის განცხადებით, ისინი ამას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან მისი თქმით, ეს "სამარცხვინო" გადაწყვეტილება იყო.
"ჩვენ ყველა იმ ვიდეო-აუდიო მასალას, თუ რა სამარცხვინო გაყალბებები ხდებოდა უბნებზე, აუცილებლად წარვუდგენთ ადამიანს უფლებათა ევროპულ სასამართლოს", — აღნიშნა ადვოკატმა.
16 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების სარჩელების განხილვა მიმდინარეობდა. შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ პარტიები: ენმ-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა —ერთიანი საქართველო, ლეიბორისტული პარტია. თუმცა არცერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პარტიებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 13 ნოემბერს მიიღეს. ცესკომ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცესკო შემაჯამებელ ოქმს უკანონოდ და დაჩქარებული ვადებით იღებდა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები