როგორ შეიძლება იქცეს კოსმოსური ნაგავი კოსმოსურ სადგურებად
მიუხედავად იმისა, რომ SpaceX ხელახალი გამოყენების რაკეტების ნორმად ქცევას ცდილობს, კოსმოსში სულ უფრო მეტ ნაგავს ვტოვებთ.
იმისთვის, რომ ამ ხშირად საშიშ ნარჩენებს ერთ ადგილას მოეყაროს თავი და მისი სასიკეთოდ გამოყენება შევძლოთ, კომპანიამ, სახელად Nanoracks, გადაწყვიტა, რომ ეს ნარჩენები კოსმოსურ სადგურებად აქციოს.
Nanoracks-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი — ჯეფრი მანბერი რაკეტის მიტოვებული ზემოთა ნაწილებით განსაკუთრებითაა დიანტერესებული, რადგან მისი აზრით, მათგან კარგი კოსმოსური სადგურები გამოვა.
თუმცა მსგავსი რამ დედამიწის ორბიტაზე არასდროს მომხდარა. სწორედ ამიტომ, Nanoracks-ის რობოტი 2021 წლის მაისისთვის საქმეს შეუდგება.
"NASA-მ საწვავის მარაგების გამოცოცხლების იდეა უკვე რამდენჯერმე განიხილა, თუმცა იგი ყოველთვის უგულებელყოფილი რჩებოდა, უმეტესწილად იმიტომ, რომ სკამარისად განვითარებული ტექნოლოგია არ გვქონია", — განაცხადა მანბერმა ინტერვიუში.
თუკი ეს გეგმა იმუშავებს, მანბერის თქმით, იგი კოსმოსის ნარჩენებისგან გათავისუფლებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მეორე მხრივ კი, კოსმოსური სადგურების აგება მრავალი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებას შეუწყობს ხელს.
"როდესაც 15-20 წლით მომავალში ვიხედები, ამ სადგურებზე განხორციელებულ მისიებს ვხედავ", — აცხადებს მანბერი.
კომენტარები