NASA-მ Voyager 2-თან 9 თვიანი პაუზის შემდეგ კონტაქტი დაამყარა
დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ, NASA-მ როგორც იქნა Voyager 2-თან კომუნიკაცია დაამყარა. ხომალდთან კავშირი სააგენტომ მარტში დაკარგა, ამის მიზეზი კი ხომალდის გაუმართაობა არ ყოფილა.
მარტში, ნასამ განაცხადა, რომ ავსტრალიაში მდებარე Deep Space Station 43 (DSS-43) ერთადერთი ანტენა იყო დედამიწა, რომელიც Voyager 2-ს ბრძანებებს უგზავნიდა. ანტენას განახლება ესაჭიროებოდა, რის გამოც იგი 11 თვის განმავლობაში გათიშული იქნებოდა.
Voyager 2 ამჟამად დედამიწისგან 18,7 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და ყოველდრიურად უფრო და უფრო წინ მიიწევს.
ამჟამად DSS-43 განახლებები ისევ მიმდინარეობს და საბოლოოდ 2021 წლის თებერვალში დასრულდება, თუმცა მეცნიერებმა ამ დროისთვის საკმარისი განახლების დაყენება მოახერხეს იმისთვის, რომ წინასწარი ტესტირებები ჩატარდეს.
გასულ კვირას, მისიის ოპერატორებმა Voyager 2-თან მარტის შემდეგ პირველი კომუნიკაცია დაამყარეს. ნასას განცხადებით, ხომალდმა ინსტრუქციები წარმატებით მიიღო და ბრძანებები ხარვეზების გარეშე შეასრულა.
ანტენებსა და ხომალდს შორის კომუნიკაციის დამყარება, როგორც წესი, აღსანიშნავი მოვლენა ნამდვილად არ არის, თუმცა რადგანაც Voyager 2 ისტორიული ხომალდია, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
ნასას მიხედვით, DSS-43 ამდენი ხნით გამორთული ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ძველი რადიო ანტენა, რომელსაც ჩანაცვლება სჭირდებოდა, 47 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.
განახლების ფარგლებში, DSS-43-ს ორი ახალი ანტენა, განახლებული ტემპერატურის მაკონტროლებელი აღჭურვილობა, ენერგიის მარაგი და სხვა მრავალი რამ ემატება.
მიუხედავად კავშირის არქონისა, მეცნიერებს Voyager 2-ზე ფიქრი არასდროს შეუწყვიტავთ.
"ჩვენ ხომალდზე ყოველთვის ვსაუბრობდით. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებდით", — განაცხადა Voyager-ის პროექტის მენეჯერმა სუზან დოდმა.
კომენტარები